ფაბრეგასი ბარსას დამარცხებაზე ფიქრობს

ფაბრეგასი ბარსას დამარცხებაზე ფიქრობს

ლონდონის "არსენალის" ესპანელ კაპიტანს, ცესკ ფაბრეგასს სჯერა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მოახერხებს კატალონიის "ბარსელონას" დამარცხებას. ცნობისთვის მატჩი ხვალ ლონდონში, თბილისის დროით 23:45 წუთზე გაიმართება:

"ჩვენ ბევრი არ უნდა ვიდარდოთ "ბარსელონაზე". ყველანაირი დაძაბულობის გარეშე უნდა გავიდეთ მინდორზე და ვაჩვენოთ ჩვენი თამაში. მე ვიცი, რომ ეს მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და მისი გამოთიშვა ტურნირიდან, ძალიან რთული საქმეა. ჩვენ გვყავს ახალგაზრდული გუნდი, თუმცა ძალიან მაღალი დონის და ენერგიული," ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს ბრიტანული გამოცემა Sun.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი "ბლაუგრანას" აღზრდილია. იგი "არსენალში" 2003 წელს "ბარსას" ახალგაზრდული გუნდიდან გადავიდა. მას ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 58 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.