workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟუნიორ ფირპო: ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესოა

ჟუნიორ ფირპო: ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესოა

“ბარსელონას” ყოფილმა და “ლიდსის” ახლანდელმა მარცხენა მცველმა ჟუნიორ ფირპომ კატალონიურ კლუბში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და ლიონელ მესი შეაქო.

“ბარსელონაში” ბევრი რამ ვისწავლე, რადგან ვთამაშობდი იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე საუკეთესოები არიან. ეს შესანიშნავი იყო.

ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან მინდოდა, უფრო მეტი მეთამაშა და ვფიქრობ, ეს დავიმსახურე, მაგრამ მათ ამის შესაძლებლობა არ მომცეს.

ჩემთვის მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

– ციტირებს ფირპის სიტყვებს Sky Sports.

ფირპომ “ბარსა” ამ ზაფხულში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა. მან კატალონიურ კლუბში 2 წელი ითამაშა. 24 წლის განაპირა მცველმა “ბლაუგრანას” მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 02 აგვ 2021, 18:44
    #3

    ციტატა: nika 54
    ცოტაც რო მოეცადა ალბას მაინც ვერ ამოაგდებდა? თუ დრო აღარ დაგვრჩა ხისთავას ექსპერიმენტებისთვის.


    აშკარად მეტს ისწავლიდა მაგრამ ეს კაცი მართლა ხისთავიანია

  • nika 54
    schedule 02 აგვ 2021, 17:09
    #2

    ცოტაც რო მოეცადა ალბას მაინც ვერ ამოაგდებდა? თუ დრო აღარ დაგვრჩა ხისთავას ექსპერიმენტებისთვის.

  • azulgerana
    schedule 02 აგვ 2021, 16:14
    #1

    ეს კაი ბიჭი იყო მაგრამ პოზიციაზე ძლიერი კონკურენცია ქონდა