არგენტინას ფინალში გოლი უკვე 16 წელია არ გაუტანია

არგენტინას ფინალში გოლი უკვე 16 წელია არ გაუტანია

11 ივლისს გამთენიისას კოპა ამერიკას სუპერ ფინალია – არგენტინა მასპინძელი ბრაზილიის წინააღმდეგ.

არგენტინა წარუმატებელი სერიის დასრულებასთან, ხოლო ლეო მესი პირველი დიდი სანაკრებო ტიტულის მოგებასთან კიდევ ერთხელაა ახლოს, მაგრამ მიმდინარე საუკუნეში ფინალებში ნაჩვენები შედეგები “ალბისელესტეს” ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ აძლევს.

მესის არგენტინის ნაკრების მაისურით ფინალში გოლი ჯერ არ აქვს გატანილი, იმის მიუხედავად, რომ გადამწყვეტ დაპირისპირებაში მან მონაწილეობა 4-ჯერ მიიღო. თუმცა კიდევ უფრო სავალალო სტატისტიკა ისაა, რომ ამ შეხვედრებში არათუ მესის, არამედ არცერთ სხვა არგენტინელს გოლი არ გაუტანია.

არგენტინამ ფინალში გოლი ბოლოს 2005 წლის 29 ივნისს, კონფედერაციის თასზე გაიტანა, როდესაც ბრაზილიასთან 1-4 განადგურდა. იმ გოლის ავტორი მესის კუმირი და არგენტინის სამწვრთნელო შტაბის ამჟამინდელი წევრი პაბლო აიმარი იყო.

იმავე წლის აგვისტოში არგენტინის მთავარ ნაკრებში მესის დებიუტი შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ლეო “ალბისელეტეს” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, მისი ნაკრებში გამოჩენა ფეხბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან მას შემდეგ გუნდმა 4 ფინალი ითამაშა და გოლი ვერცერთში გაიტანა.

2005 წლის შემდეგ არგენტინის მიერ ფინალებში ნაჩვენები შედეგები:

  • 2007 წელი, კოპა ამერიკა, ბრაზილია-არგენტინა 3-0
  • 2014 წელი, მსოფლიო ჩემპიონატი, არგენტინა-გერმანია 0-1
  • 2015 წელი, კოპა ამერიკა, ჩილე-არგენტინა 0-0
  • 2016 წელი, კოპა ამერიკა, არგენტინა-ჩილე 0-0

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • რივალდო-მესი
    09 ივლ 2021, 08:57

    მართლა საოცარი სტატისტიკაა ღმერთმანი😮🙂 ოთხ თამაშში ერთი როგორ ვერ შეაგდეს, ტეხავს ძაან

  • neo222
    09 ივლ 2021, 00:32

    ეხლა დიდი იმედი მაქ არგენტინა მოიგებს

  • M10 S9 D11
    08 ივლ 2021, 23:59

    ეხლა გაიტანას მიდი ლომო უნდა მიდუბლო და კოპას თასი უნდა უფრიალო ბრაზილიელებს და ხო პელეს რეკორდს ჩაახტე ტყუპით მოკლედ მარაკანა უნდა დაადუმო

  • rivaldo80
    08 ივლ 2021, 17:40

    მესსი თუ რამეს იზამს სხვა უშანსოა ბრაზილიასთან ძალიან ძლიერი ნაკრებია ესეთი მაგარი კაი ხანია არ ყოფილაა

  • El pistolero 9
    08 ივლ 2021, 17:34

    წარმატებები!!! წინ ალბისელესტეე!!!

  • La Pulga10
    08 ივლ 2021, 17:21

    გასთხრის ლომი.ჯარიმას დაუბაბანებს აგერ ნახავთ.არგენტინა მოიგებს მჯერა,მთავარია რომერო იყოს ჯანზე და ნეიმარს რამენაირად გაანეიტრალებენ,მესის კიდევ კაზემირო ვერაფერს მოსჭამს მითუმეტეს ასეთ მესის გვახსოვს რაც უქნა კლასიკოებში აფორთხიალა პლაშივით.დალშე მთავარია ლაუტარო იყოს კაი ხოდზე და თუ პენლებამდე მივიდა საქმე მარტინესი გვყავს.ბრაზილია რითი ჯობია არგენტინას ისე,რომ გადაჭრით ამბობს ზოგიერთი ბრაზილია მოიგებსო.

  • MARADONA1968
    08 ივლ 2021, 16:43

    არ გაუტანია და ახლა გაიტანს ლომი!
    კოპაზე, მესიმ ძაან მაგრა აიწყვიტა, ამ "სიბერეში" აწი მაგას ვერავინ ვერ შეაჩერებს!

  • xaviesta
    08 ივლ 2021, 16:40

    ეხლა გაიტანს თანაც ორს .. მე ამის მჯერა და მოიგებს კიდეც თასს.. 2 -1 მორჩება მესი ერთი გოლი პენალტით და ასისსტი. ან მეორე გოლი ავტოგოლი იქნება ბრაზილიის კარში. მიდი მიდი არგენტინა ერთი თამაში ერთიც..