კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, პედრი გონსალესმა, ევრო 2020-ის ნახევარფინალის წინ, პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
ახლა, მინდა გავიგო, თამაშის შესაძლებლობას მივიღებ თუ არა. თუ მწვრთნელი ამის შანს მომცემს, ბოლომდე დავიხარჯები.
ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერზე მეტად ფეხბურთი მომწონს. მართალია, რომ ძალიან ბევრ მატჩში ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ ეს მომწონს.
მომავალში სივრცეებში მოქმედება უნდა გავაუმჯობესო და გოლის გატანია მეტი შანსი შევიქმნა.
ვფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთში ფიზიკური სიძლიერე მნიშვნელოვან როლს იძენს – მხოლოდ კვალიფიციურობას შედეგი აღარ მოაქვს. საჭიროა, ყველაფრისთვის კარგად მოვემზადოთ და ასეც ვიქცევით.
ჩვენც და იტალიასაც ნახევარდაცვაში პრობლემები არ აქვს. ერთმანეთს სწორედ ამ ასპექტში უნდა შევეჯიბროთ – ის მოიგებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.
იტალიისა და ესპანეთის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, “უემბლიზე” გაიმართება.
მაგრად მაინტერესებს ბარელა ჟორჟინიო ვერატის წინააღმდეგ ესენი როგორ ითამაშებენ. ტიაგო ბუსკეცი პედრი-იმედია ლუჩო ამ სამეულს გამოიყვანს თორე კოკეს გააქრობენ სუფთად
მახსოვს ინიესტა 5 იტალიელში, მერე იყო ისკო ასევე მსგავსი ხედით, ძალაინ მინდა დღეს პედრიმ იფრინოს
ნეტა ესპანეთის ან გოუთვეითის გახდეს ეს ევროპა, მარა ორივეს მეტოქე ძალიან ძლიერია ამიტომ ვნახოთ რა იქნება
კომედია იქნება ,დანიამ რომ მოიგოს!!!😄😄😄
გავლენ ესენი და ამათია თასი❤️❤️
წელს იტალია იგებს რა