workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: მალე ჟუნიორ ფირპო ლიდსის ფეხბურთელი გახდება

Sport: მალე ჟუნიორ ფირპო ლიდსის ფეხბურთელი გახდება

Sport-ის ცნობით, “ბარსელონა” და “ლიდსი” ჟუნიორ ფირპოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

გამოცემა წერს, რომ მხარეებს შორის მცირე დეტალების დაზუსტებაა დარჩენილი, მომდევნო 24-48 საათში საბოლოო შეთანხმება შედგება. სატრანსფერო თანხის ოდენობა, დაახლოებით, 15 მილიონ ევროს შეადგენს.

24 წლის ფეხბურთელის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს “მილანი” იყო, თუმცა ინგლისურმა კლუბმა ფირპოს გადარწმუნება შეძლო. “ბარსელონასთვის” მისი “ლიდსში” ტრანსფერი უფრო მომგებიანი, რადგან “მილანს” ფირპოს იჯარით აყვანა სურდა.

ფირპომ “ბარსელონაში” ორი სეზონი გაატარა. ჯამში, მან მონაწილეობა 41 შეხვედრაში მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 29 ივნ 2021, 14:21
    #8

    კარგია, კარგი. ქვეყანა ნაგვიდან არის გუნდი გასაწმენდი.

  • me da barca
    schedule 28 ივნ 2021, 23:23
    #7

    ციტატა: Albicelecte
    15 ლიმონი, ეს ნორმალურია


    თან მწიფეა, ყვითელი

  • DE PE FA
    schedule 28 ივნ 2021, 18:23
    #6

    ციტატა: KoolK
    *იგ ხო არ აქვთ ამათ


    ამათ არა იმათ ქონდათ შიგ😄ამათ რას ერჩი😁

  • KoolK
    schedule 28 ივნ 2021, 17:41
    #5

    ისე, ეხლა ვნახე და ფირპოს უფრო მეტი ქონია ხელიფასი, ვიდრე ტერ შტეგენს… *იგ ხო არ აქვთ ამათ :/

  • El pistolero 9
    schedule 28 ივნ 2021, 17:02
    #4

    ტრანსფერმარკეტზე 8 მლნ ღირს😂😂😂 15 ად იდეალური იქნება

  • Albicelecte
    schedule 28 ივნ 2021, 16:56
    #3

    15 ლიმონი, ეს ნორმალურია

  • xaviesta
    schedule 28 ივნ 2021, 15:51
    #2

    ეს ერთი და სხვა მრავალი :)) ფრანგები არავის უნდა ?..

  • xavi73
    schedule 28 ივნ 2021, 15:42
    #1

    აი ეს მომწონს უფასოდ რომარ უშვებენ))