კარლეს პუიოლი "არსენალთან" თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს

კარლეს პუიოლი "არსენალთან" თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს

კარლეს პუიოლი "არსენალთან" მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს პუიოლმა "სიუტატ ესპორტივაზე" თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა, სამედიცინო ტესტების ჩატარების შემდეგ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ის გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ–ფინალურ შეხვედრას "არსენალის" წინააღმდეგ. "ბარსელონას" კაპიტანს მარცხენა მუხლის ტრავმა აქვს.

პუიოლის არყოფნის გამო შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ხერარდ პიკეს დისკვალიფიკაციის ფაქტი. შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს გამართულ მატჩში პიკემ ყვითელი ბართი მიიღო, რის გამოც ის ვერ დაეხმარება თავის გუნდს "კამპ ნოუზე".

პირველი შეხვედრა "არსენალსა" და "ბარსელონას" შორის, ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა (2:1).

ტრავმები აწუხებთ "არსენალის" ფეხბურთელებსაც. წინასწარი ინფორმაციით ლონდონელებს არ ეყოლებათ ვან პერსი და ვოლკოტი. ასევე საეჭვოა ვილშერის, ფაბრეგასისა და სონგის თამაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.