UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის 23-კაციანი სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც მხოლოდ ერთადერთი “ბარსელონელი” ლიონელ მესი მოხვდა.
“ბარსა” 2020/21 წლების სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნრს 1/8-ფინალიდან გამოეთიშა და რაგასაკვირია, რომ გასული გათამაშების სიმბოლურ გუნდში მხოლოდ ლეო მესი მოხდვა.
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარეები – ტიბო კურტია (რეალი), ედერსონი (სიტი), ედუარდ მენდი (ჩელსი);
მცველები – სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), რუბენ დიაში (სიტი), მარკინიოსი (პსჟ), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), ბენ ჩილუელი (ჩელსი), დავიდ ალაბა (ბაიერნი);
ნახევარმცველები – ჟორჟინიო (ჩელსი), მეისონ მაუნთი (ჩელსი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), კევინ დე ბრუინი (სიტი), ილქაი გიუნდოგანი (სიტი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), სერხიო ოლივეირა (პორტუ), ფილ ფოდენი (სიტი);
თავდამსხმელები – ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), კილიან მბაპე (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (პსჟ), ლიონელ მესი (ბარსელონა).

ის პორტუგალიელი კრისწინა ეთიშება ნელ ნელა ასეთ საპატიო ცხრილებში მოხვედრას?
მემგონი პირველი შემთხვევა იქნება როცა მესი თერთმეტეულში ვერ მოხვდება ვერც რონალდო
მენდი
ასპილიკუეტა მარკინიოსი რუდიგერი ჩილუელი
კანტე ჟორჟინიო დებრუინი
მესი ჰალანდი მბაპე
დაიწყო ლაივი https://www.youtube.com/watch?v=wEujsKtHwww ადმინებო რას უყურებთ დადეთ
რა თქმა უნდა ბარსადან სხვა არცერთი, მარა მაინც გონია აქ ხალხს რომ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. არადა ლენგლეს დონის მცველი ზამენაზე არ ყავთ გრანდებს, ჩვენთან რომ დაცვის ბურჯია. მესიც წავიდეს ბარემ და უეფას დაავიწყდება ბარსა საერთოდ გუნდი თუა. ოცნებაც აუხდება ზოგიერთ კულეს.
წინ მბაპე ჰოლანდი და მესამე ალბათ ლევანდოვსკი იქნება