workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ექტორ ფორტის დამატების ფავორიტი დორტმუნდია

ექტორ ფორტის დამატების ფავორიტი დორტმუნდია

ექტორ ფორტი უკვე რამდენიმე დღეა საერთო ჯგუფიდან განცალკევებით ვარჯიშობს და “ბარსელონასგან” ტრანსფერის საკითხის მოგვარებას ელოდება.

ფლანგის მცველი მიმდინარე სეზონისთვის ჰანსი ფლიკის გეგმებში არ შედის და ისეთ კლუბს ეძებს, სადაც მუდმივად ექნება სათამაშო დრო. “ბარსელონა” მას 15-დან 20 მილიონ ევრომდე აფასებს, მაგრამ კატალონიურ კლუბს არ სურს ფეხბურთელზე კონტროლის დაკარგვა და შესაძლოა სატრანსფერო ფასი შეამციროს, თუ მისი უფლებების გარკვეულ პროცენტს ან სამომავლოდ გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებს.

პრემიერ ლიგიდან ბუნდესლიგამდე

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის თავდაპირველი არჩევანი პრემიერ ლიგაში გადასვლა იყო – ჩემპიონატში, სადაც ის საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას შეძლებდა, მაგრამ მის დასამატებლად ბრძოლაში “ბორუსია დორტმუნდი” აქტიურად ჩაერთო. ჟურნალისტმა მატეო მორეტომ ეს ინტერესი დაადასტურა, MD კი წერს, რომ ექტორ ფორტის დასამატებლად საუკეთესო პოზიციაზე სწორედ “დორტმუნდია”.

იან კოუტოს “კომოში” განათხოვრების შემდეგ, “ბორუსია დორტმუნდის” შემადგენლობაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე მხოლოდ იულიან რიერსონი რჩება და ექტორ ფორტს შეუძლია მას მაღალი დონის კონკურენცია გაუწიოს. გარდა ამისა, გერმანულ კლუბს ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სათამაშო დროის მიცემის ფილოსოფია აქვს, რაც ფეხბურთელის პროგრესისთვის საინტერესო ვარიანტია.

გამოტოვებული სეზონი და ახალი შანსი

“ელჩეში” იჯარით გატარებული დროის შემდეგ, სადაც მან მარცხენა მხარი ამოიგდო და სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, ექტორ ფორტს სურს წელს თავისი დიდი პოტენციალი დაამტკიცოს. “დორტმუნდი” მის დასამატებლად აქტიურობს, რაც მას ბუნდესლიგის დონის ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლობას მისცემს, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის სტიმულიც ემატება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • SHOTEX_ERADZE1992
    SHOTEX_ERADZE1992 გულშემატკივარი
    schedule 16 აგვ 2026, 16:07
    #14

    წავიდეს იჯარით

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 16 აგვ 2026, 01:06
    #9

    ფორტი კარგი ბიჭია, სწრაფია, ჭკვიანი, ძლიერი და ფიზიკაში ქაჩავს, მაგრამ ფლიკს ჰყავს რატომღაც ამოჩემებული, რაღაც ტიპი არ დაევასა ტავიდან, ჰოდა კაცია და გუნება

  • Johan Cruyff 14
    Johan Cruyff 14 ლეგენდა
    schedule 16 აგვ 2026, 00:09
    #6

    როდის გაოფიცუალურრბას გილოცავთ 🔥❤️😍

    • barselona♥️💙
      barselona♥️💙 გულშემატკივარი
      schedule 16 აგვ 2026, 00:19
      #7

      სად ნახე რო გაოფიციალურდა არსად წერია მსგავსი რამე

      • Johan Cruyff 14
        Johan Cruyff 14 ლეგენდა
        schedule 16 აგვ 2026, 10:58
        #11

        ფაბრიციო რომანო ამბობს მიაღწიაო შეთანხმებას 🙌

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 15 აგვ 2026, 23:56
    #3

    “მანჩესტერ სიტიმ ბარსელონას ულტიმატუმი წაუყენა!

    ქალაქელებმა ბარსელონას მესამე 70 მილიონიან შეთავაზებაზე უარი უთხრეს და აცნობეს, რომ თუ შემდეგი შეთავაზება მოთხოვნილ 80 მილიონ ევროზე ნაკლები იქნება, წერილებზე პასუხის გაცემას შეწყვეტენ”

    ბოლო დონის *ირები დეკუ და ლაპორტა

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 16 აგვ 2026, 00:05
      #4

      ეგ ჭორია შეთანხმდენ 70 მილიონზე ფბზე ბარსას გვერდმა დადო და წყაროც მიუთითა

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 16 აგვ 2026, 14:28
        #12

        მეც ეგრე წავიკითხე 70 პლიუს ბონუსებიო/ სპორტ-ექსპრესზე.

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
      schedule 16 აგვ 2026, 00:06
      #5

      რატო იაფად დათრევას რო ჩალიჩობენ? ეხლა წავიკითხე შეთამხმება შედგა და დათანხმდა სიტი 70+ ზეო…

      • Visca barca
        Visca barca გულშემატკივარი
        schedule 16 აგვ 2026, 00:21
        #8

        მაგრად ჩალიჩობენ იაფად დათრევას ჯერ მაგათი იაფად დათრეული არ მინახავს

        • ☠️•Spooky•☠️
          ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
          schedule 16 აგვ 2026, 02:10
          #10

          ბევრის ჩამოთვლა შემიძლია,ამათი ხელმძღვანელობისას. მარა მთავარია გამოვიდეს და ჯანდაბას ეგ თანხა. როდრიმ შეიძლება მცველის საჭიროებაც კი გადაჭრას ისე დაალაგებდა ცენტრს და საყრდენ ზონას. ეგ და კანსელო მალე გააოფიციალურონ და თუ უნდათ 9 იანზე ვინმე საშუალო დონე მოიყვანონ. ისე ოიარსაბალიც გამისწორდებოდა მარა 70 მდე მაინც მოითხოვენ…

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 15 აგვ 2026, 23:31
    #2

    Sa midis ro midis

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 15 აგვ 2026, 23:10
    #1

    21 წლის ნიკოლოს ტრესოლდი ვინაა ბრიუგედან?? შემხვდა პოსტი ბარსელონა მუშაობას ასწრაფებსო მის ტრასნფერზე ჩელსის და იუნაატიედს რომ აჯობოსო 40 45 მილიონად არის ფასი მისი.. ბრიუგე ლიგაზე კი იყო 40 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი ბელგიის ჩემპიონატში 1 სეზონია რაც არის ბრიუგეში

    • Don_Andresito
      Don_Andresito ლეგენდა
      schedule 16 აგვ 2026, 15:05
      #13

      სუფთა 9 ია მაღალი ახალგაზრდა. ლიგაზე 3 გოლი შეაგდო. უფრო ტიპიური 9 ია მარა სულ არაფერს ჯობს. 45 მილიონად ღირს, თუ ვერ გაამართლა მინიმუმ 30 ად გაყიდი ისევ. მაგას მე პირადად მე ასლანი მირჩევნია ჰოფენჰაიმიდან, ბევრი თამაში ვნახე მაგ ბიჭის და უფრო მზადაა დიდი გუნდისთვის. რავი რა, ვიღაც მოიყვანონ ახალგაზრდა, 30 წლის ჩოილარებს ჯობს. ოსიმენს არც გაეკარნენ. ლაუტაროზე შანსიც არ აქვთ, ამ ბოლო დღეებში ინტერი რას გაყიდის კაპიტანს და ლიდერს ვერც შემცვლელს მოიყვანენ თან. გადააკვდნენ თავიდანვე უშანსო ალვარესს, რომელზეც მკაფიოდ გვითხრეს რო ჩაალპობენ და აქ არ გამოუშვებენ და ჰაა. დაკარგეს 2 თვე ალვარესზე ჭორების წერაში. თან წელს არ იყო ფორვარდები ბაზარზე საერთოდ, შარშან იყო ყველა და შარშანვე უნდა ევაჟკაცად. ისაკი გიოკერეში შეშკო ყველამ შარშან შეიცვალა გუნდი.