Sport1-ის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” “ატალანტას” მარცხენა მცველით, რობინ გოსენსით ნამდვილად ინტერესდება, თუმცა, ამ ეტაპისთვის, სხვა დეტალები ცნობილი არაა.
წყაროს თანახმად, იტალიურს კლუბს შეუძლია, 26 წლის ფლანგელს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივოს – მისი ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისს იწურება.
“ლურჯ-ბროწეულისფერებს” გერმანელი ფეხბურთელის შეძენა დაცვის მარცხენა ხაზის გასაძლიერებლად სურთ, ვინაიდან, დიდი ალბათობით, მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს ჟუნიორ ფირპო დატოვებს, ჟორდი ალბამ კი კარიერის საუკეთესო წლები უკან მოიტოვა.
გერმანელ-ნიდერლანდელი როგორც მარცხენა მცველად, ასევე მარცხენა ნახევარმცველად თამაშობს.
გერმანელ-ნიდერლანდელი როგორც მარცხენა მცველად, ასევე მარცხენა ნახევარმცველად თამაშობს.
ეს რაღაც ახალია, ზუსტი წარმოშობა ციციმაც კი არ იცის?
ეს გაია და ანხელინიო კარგი ვარიანტებია
ჟოან მირანდა არ ბრუნდება?!
ჯობს ბალდე დავაწინაუროთ , ალბას ვერავინ ვერ ამოაგდებს სანამ მესია გუნდში 🙂