ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 აგვისტო

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 22 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

22 აგვისტოს “ბარსელონამ” 2 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 1 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.

1973 წელი

“ბარსელონას” ახალწვეული იოჰან კრუიფი კატალონიაში ჩავიდა.

1984 წელი

გამპერის თასზე “ბარსელონამ” “ბაიერნი” 3-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები კარასკომ (2) და კალდერემ გაიტანეს.

1996 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ჟუნიორ ფირპო. 2019-2021 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 41 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ფირპომ კატალონიურ გუნდში ესპანეთის თასი მოიგო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • Bobi
    22 აგვ 2021, 22:25

    კრუიფის გამო უკვე ძალიან მაგარი დღეა 💞

  • azulgerana
    22 აგვ 2021, 16:12

    მაგარი დრო იყო როცა გამპერის თასზე ბარსამ ბაიერნი დაამარცხა

  • GUGU MSN
    22 აგვ 2021, 12:12

    პირველი ტური მოვიგეთ და თურმე ლეოს წასვლამ მოგვაგებინა გუნდურათ ვთამაშობთ ახლაო გუნდურად კი არა ოთხეულში მოხვედრა სამატრელი იქნება

  • nika 54
    22 აგვ 2021, 11:55

    1973 წელი
    "ბარსელონას" ახალწვეული იოჰან კრუიფი კატალონიაში ჩავიდა.
    და ბარსელონას ლეგენდა გახდა.