ბარსას რთული მისია – გოლის გატანა ხეტაფეს სტადიონზე

ბარსას რთული მისია – გოლის გატანა ხეტაფეს სტადიონზე

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ “ბარსელონას” დღეს ლა ლიგის თამაში ელის.

ჰანსი ფლიკის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატში საქმეები ცუდად მისდის – კატალონიელებს ბოლო 3 მატჩში მოგება არ აქვთ, უკანასკნელი 7 შეხვედრიდან კი “ბლაუგრანამ” მხოლოდ 1 მოიგო.

2025 წელს “ბარსა” კარგ ფორმაშია. ესპანეთის თასსა და სუპერ თასზე გუნდმა 4 თამაში ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო.

დღეს “ხეტაფესთან” დაპირისპირება გვაქვს. გუნდთან, რომელთანაც სტუმრად გოლის გატანა ძალიან გვიჭირს. ამ გუნდებს შორის მადრიდში გამართულ ბოლო 4 დაპირისპირებაში მხოლოდ 1 გოლი გავიდა და ისიც კატალონიელთა კარში.

“ბარსამ” “ხეტაფესთან” სტუმრად გოლი ბოლოს 2019 წელს გაიტანა და ამ გოლის ავტორი ჟუნიორ ფირპო იყო. იმ გუნდიდან დღეს “ბლაუგრანაში” მხოლოდ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ფრენკი დე იონგი ირიცხებიან.

ამ თამაშის შემდეგ ჩატარებულ ოთხ მატჩში ასეთი შედეგები დაფიქსირდა: 1-0, 0-0, 0-0, 0-0.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • nika 54
    19 იან 2025, 16:48

    ციტატა: sandro89
    დღეს ხეტაფეს დამარხავენ barca-4


    ციტატა: C.PC5
    დღეს ამოიტენებიან და გატყდება ეგ ნავსიც ასე მგონია, მთავარია ჯანმრთელად ჩაამთავროს ყველამ თამაში


    ეეხ ისე არაფერი გვეტკინოს როგორც ამათ ხეტაფე არ ამოტენეს.

  • me da barca
    18 იან 2025, 23:50

    ეს 0-0 უნდა მიაწერო ხეტაფეს გასახდელს და მიაფსა.

  • pupone10
    18 იან 2025, 13:37

    ასეთი სწრაფი ფლქნგი ბარსას დიდიხანია არ ყოლია კუნდა ბალდე იამალი და რაფინია, ძალიან სწრაფად შედიან მოწინააღმდეგის საჯარიმოში, ეს დააბნევს ხეტაფეს, მთავარია ყავარჯნებუთ არ იარონ მატჩის მერე გუნდის ლიდერმა ან ლისედერებმა. მეტობა მგონია ეს ტამაში, დროა ამ ჩაბეტინებულ გუნდს ანახონ ფეხბურთი რა არის

  • C.PC5
    18 იან 2025, 13:37

    დღეს ამოიტენებიან და გატყდება ეგ ნავსიც ასე მგონია, მთავარია ჯანმრთელად ჩაამთავროს ყველამ თამაში

  • Rick Sanchez
    18 იან 2025, 13:30

    იმედია დღეს მაინც გავიტანთ გოლს და გოლებს, ეს მოგება უმნიშვნელოვანესი იქნება.

  • Vamsdreini.1
    18 იან 2025, 13:16

    დღეს მგონია რომ ან კუნდე გაიტანს ან ბალდე, ფლანგზე შექმნილი უპირატესობით. ზოგადად 3-0 ვფიქრობ. რაც მთავარია 1-0 მოვიგოთ და უტრავმოდ დამთავრდეს.

  • Don_Andresito
    18 იან 2025, 13:00

    სად ხავის დაცვითი ბარსა და სად დღევანდელი. დღეს გავუტანთ. მთავარია უტრავმოდ გამოვძვრეთ. უამრავი მძიმე ტრავმა მახსოვს ამ კუტუ გუნდთან.

  • sandro89
    18 იან 2025, 12:19

    დღეს ხეტაფეს დამარხავენ barca-4

  • suxaaa
    18 იან 2025, 12:09

    ეჭვი მაქვს დღეს ერთიანად ამოინაზღაურებენ მაგ გოლებს