workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი ეიბართან მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი ეიბართან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის დასკვნითი ტურის მატჩში “ბარსელონამ” “ეიბარი” სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი ანტუან გრიზმანი გახდა.

თამაშის დასრულების შემდეგ კომენტარი რონალდ კუმანმაც გააკეთა. ნიდერლანდელმა სპეცილისტმა განვლილი სეზონი მოკლედ შეაფასა და “ატლეტიკოს” ჩემპიონობა მიულოცა.

“დღეს ჩვენ ის გავაკეთეთ, რაც ცოტა საგოლე მომენტისა და არც თუ ისე ლამაზი თამაშის ფონზე უნდა გაგვეკეთებინა. რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით, მაგრამ ვიცით, თუ რა არის ჩვენი ძლიერი მხარეც. მინდა გამოვარჩიო, ის ენერგია და მობილიზება, რაც გუნდმა რთულ პერიოდში გამოავლინა.”

“ვულოცავ “ატლეტიკოს” ასეთ სეზონს. ისინი ჩემპიონატს ყველაზე დიდხანს ლიდერობდნენ, მათ კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ და ჩვენც აუცილებლად უნდა მივულოცოთ.”

“არ ვფიქრობ, რომ ეს “ბარსაში” ჩემი ბოლო მატჩი იყო. მე კლუბთან ისევ კონტრაქტი მაკავშირებს, თუ გუნდში რაიმის ცვლილებას დააპირებენ, ამისთვის უნდა გამესაუბრონ.”

“ჩემთვის ეს შემადგენლობა სათანადო დონეს არ აკმაყოფილებს. ეს ბევრმა აქ მყოფმაც კარგად იცის. შემადგენლობას აშკარად გაუმჯობესება სჭირდება.”

“ეს არ იყო საუკეთესო სეზონი, მაგრამ არც ყველაზე ცუდად შეიძლება ჩაითვალოს. გარდამავალ სტადიაში მყოფი გუნდისაგან რთულია, სეზონში ორი ტიტულის მოპოვება მოითხოვო.”

“ბარსელონას” მომავალი მწვრთნელის პოსტზე ბევრმა კანდიდატურამ გაიჟღერა. რა ბედი ელის რონალდ კუმანს და დარჩება თუ არა ის კატალონიურ გრანდში, ამას ცხელი ზაფხული გვიჩვენებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • სპარტაკი
    schedule 23 მაი 2021, 18:30
    #25

    ana anukii,
    და რა ჩემი ფეხები მოიგო წელს ზიდანმა?

  • nika 54
    schedule 23 მაი 2021, 13:41
    #24

    "ეს არ იყო საუკეთესო სეზონი, მაგრამ არც ყველაზე ცუდად შეიძლება ჩაითვალოს. გარდამავალ სტადიაში მყოფი გუნდისაგან რთულია, სეზონში ორი ტიტულის მოპოვება მოითხოვო."
    ეს მართლა ვერ არის, რა არის რთული? ჩემპიონობის შანსი 4 ტურის წინ თასზე დადებული მოგიტანეს, უნდა მოგეგო ყველაზე სუსტი სამი გუნდისთვის და მორჩენილი იყო საქმე. ამ საკითხზე გუშინ კომენტატორმა მაგრა იხუმრა, როცა რეალმა და ატლეტიკომ მიმდევრობით გაუშვეს პირველი გოლები: "მე მგონი წელს ლა ლიგის მოგება მართლა არავის უნდაო" და ის კარიკატურები გამახსენდა ზიდანიც, სიმეონეც და კუმანიც რო ლიგის თასს ერთმანეთს უგდებენ, თითქოს თავიდან იცილებენო.

  • ana anukii
    schedule 23 მაი 2021, 03:12
    #23

    სპარტაკი,
    რეალის შემადგენლობას გადახედე რა გუნდი ყავთ მერე ჩვენსას და მერე ისე თქვი მართალია კუმანიო. ზიდანი 7 კაცს ძლივს არჩევდა ძირითადში სათამაშოდ და შეხვედრებს მაინც იგებდა კაი რა…

  • სპარტაკი
    schedule 23 მაი 2021, 02:57
    #22

    ბევრს არ გსურთ და გაშვება გინდათ მაგრამ თუ სწორათ გაიაზრებთ არაფერს არ ამბობს ტყვილს რა შეუცვალეს და ვინ დაუმატეს დესტი? … კარგით რა კარგად მახსოვს თქვენი კომენტარები იქნებ ეს სეზონი როგორმე გადავაგოროთ და მერე იქნებ რამე შეიცვალოსო.. განადგურებული და ჩამოშლილი როგორც ხელმძღვანელობა ასევე გუნდი და ფეხბურთელები გაქცევის პირას, ასევე გულშემატკივარიც რომლებიც საერთოდ სეზონის ყურებასაც არ აპირებდით ეხლა გამოდგებით და დიდი გამოცდილი მწრვთნელი ან პრეზიდენიტივით საუბრობთ მიკვირს მართლაც წინა სეზონები გადახვევით უყურეთ თუ გამოტოვეთ.. ერთადერთი რაც არ ეპატიება ის არის რომ სუას გაშვებაში მასაც დიდი როლი აქვს ნათამაშები.. და გული მწყდება ასე დაუფასებლად რომ გაუშვეს.. და აქ კიდევ ბევრი მახსოვს დემბუსი და ერთი ამბავი რომ გქონდათ ატეხილი სადახართ ერთი ის ხალხი ტიპი მაზილაობს და კიდევ მის იმედზე ვართ.. გრიზმანს რაც შეეხება მიუხედავად თუ იმ დონეს ვერ აჩვენებს და არ მიუდის თამაში როგორც ჩვენ გვსურს. ძალზედ მშრომელი და თავდაუზოგავია… რაც მესის დუეტში ჩანს კიდეც.. რამდენი შეთამაშებული ფორვარდებია და ისინი ვერ ეწყობიან ასე და ვერ დებენ ასეთ შედეგს რაც მესის და გრიზმანს აქ სტატისტიკურად. პლიუს ამას რამხელა შავ სამუშაოს წევს .. ლენგლე რომ გეყოლება და პიკეს ნორმალური შემცვლელი ამ დრომდე რომ ვერ მოიძებნა, ბრეთვეიტის შემოყვანა რიმ გიწევს მიუხედავად იმისა რომ ყველამ ვიცით არანაირი გადამწყვეტი როლის თამაში არ შეუძლია… დეიონგსა და მსგავს ფეხბურთელებს უბრალო მატჩის დროსაც რომ ვერ ასვენებ და ყველა პოზიციაზე თანგავ.. რასაც მიაღწია წელს კუმანმა არ არის დასაფასებელი?… და თუ კუმანის ბრალია 15 ფეხბურთელი ტრანსფერზე რატომ დგას ეს ამიხსენით… და ბევრი კიდე რომ ვერ მოეგო ატლეტიკოს სუარესსაც მიალანძღავდით. სანამ სუას გაუშვებდნენ თითვეულ ჩაგდებულ თამაშში ამკობდით მაშინ არ გახსოვდათ მისი ღვაწლი ბარსას მიმართ… ეხლა კიდე ვისაც ეკუთვნის იმან მიიღოს გულის სიღრმეში რომ იცის სიმართლეს ვიძახი.. და ნუ გამომიხტება ჯუმბერიკოები და დემბელეს მოყოლილი ფანობა…

  • პავლოვიჩი56
    schedule 23 მაი 2021, 00:29
    #21

    ეს რავა ჩვენი "პოლიტიკოსებივით" წაგებულ -ჩაოხრებულს საქმეს მოგებად აფასებს. აბსოლიტური უზნეო -თახსირია. მარტო სუას ცრემლებისთვის შენი ოჯახი მოიკითხა მიხოს ვირმა და იმისიც ვინც დაგტოვოს.