workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი:”თუ სესკი თავს ბედნიერად არ გრძნობს, შეუძლია წავიდეს”.

ვენგერი:”თუ სესკი თავს ბედნიერად არ გრძნობს, შეუძლია წავიდეს”.

“არსენალის” დამრიგებელმა, არსენ ვენგერმა განცხადება გააკეთა   საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში”  ფაბრეგასის შესაძლო გადასვლაზე.

 

ვენგერმა თქვა:“ერთადერთი მიზეზი,რის გამოც ის ტოვებს კლუბს, მისი დაუკმაყოფილებლობაა (კლუბში)”.

 

ამ სურათიდან ჩანს, რომ ფრანგი მწვრთნელი არ ეწინააღმდეგება კატალონიელი ნახევარმცველის “ბარსელონაში” გადასვლას. მან აღიარა:“სესკს “ბარსაში” დაბრუნება სურს”.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღის უკან ვენგერმა განაცხადა, რომ “არსენალი” ბოლომდე იბრძოლებდა სესკის შესანარჩუნებლად:“ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლო წუთამდე იმ იმედით,რომ სესკი დარჩება. ეს ისტორია “ბარსასთან” გრძელდება ყოველ წელს და ეს უნდა დავასრულოთ ჩვენს სასარგებლოდ – რაც მალე  მით უკეთესი”.

 

“სესკი არ დატოვებს კლუბს,თუ “არსენალი” არ მიიღებს იმდენს, რამდენსაც მასში ითხოვს. ჩვენ გვინდა ის დავტოვოთ. ჩვენ იმისთვის კი არ ვმუშაობთ, რომ ფული გავაკეთოთ, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი საუკეთესო ფებურთელები შევინახოთ”.

 

“კოშმარი იქნება,თუ ჩვენ სესკსა და ნასრის დავკარგავთ. მოგვიწევს გულშემატკივრების დარწმუნება იმაში,რომ ამ პროექტს ბევრი ამბიცია აქვს.”

 

ვენგერმა ასევე დასძინა:“საქმე ფულში კი არ არის, არამედ იმაში, რომ სურს თუ არა სესკს დარჩენა”.

 

 

 

P.S. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვაგრძელებ წერას :))

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward