workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა არსენალს სპოტიფაი კამპ ნოუზე უმასპინძლებს

ბარსელონა არსენალს სპოტიფაი კამპ ნოუზე უმასპინძლებს

bolt მოკლედ
ქალთა ჩემპიონთა ლიგის ცენტრალური შეხვედრა "ბარსელონასა" და ლონდონის "არსენალს" შორის "სპოტიფაი კამპ ნოუზე" გაიმართება. UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მატჩის ლოკაციად უკვე კატალონიელთა მთავარი არენაა მითითებული. დაპირისპირება 11 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე ჩატარდება.

მოვლენები მოსალოდნელი სცენარით განვითარდა: UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ქალთა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩის, “ბარსელონა”-“არსენალის” მასპინძელ სტადიონად “სპოტიფაი კამპ ნოუ” უკვე ოფიციალურად მიეთითა. 2024 წლის ლისაბონის ფინალის ერთგვარი რევანში (ჩემპიონთა ლიგის 2025 წლის ფინალში წაგების გამო) ოთხშაბათს, 11 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე შედგება.

კატალონიური გრანდი ქალთა გუნდის ამ პრინციპულ შეხვედრას კვლავ საკადრის მასშტაბს ანიჭებს და მთავარი არენის კარებს ფართოდ უღებს. ლონდონურ კლუბთან დაპირისპირება, სადაც ყოფილი ბლაუგრანელები – მარიონა კალდენტეი და ონა ბატლე გამოდიან, პერე რომეუს გუნდისთვის მიმდინარე სეზონში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ჩასატარებელი მეორე საშინაო მატჩი იქნება. სტადიონზე ქალთა გუნდის პირველი გამოსვლა 3 ან 4 ოქტომბერს, Liga F-ის მე-6 ტურში “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ შედგება. ორივე შეხვედრა კაცთა პირველი გუნდის სანაკრებო პაუზის პერიოდს ემთხვევა.

კამპ ნოუზე დაბრუნების ბრწყინვალე გამოცდილება

განახლებული “სპოტიფაი კამპ ნოუს” ნაწილობრივ გახსნის შემდეგ ქალთა “ბარსელონამ” ამ არენაზე უკვე ორი ისტორიული მატჩი ჩაატარა: 2026 წლის 2 აპრილს 60,067 მაყურებლის თანდასწრებით (2.1 მილიონი ევროს შემოსავალი ბილეთებიდან) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში “რეალ მადრიდი” 6-0 გაანადგურა, ხოლო 3 მაისს 60,021 გულშემატკივრის თვალწინ (1.8 მილიონის ბილეთების შემოსავალი) ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიერნს” 4-2 სძლია და ოსლოს ფინალის საგზური მოიპოვა. ნორვეგიაში გამართულ ფინალში კი “ბარსელონამ” “ლიონს” გადაურბინა (4-0) და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი