workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღე, როცა მატეუ ლაოსმა მადრიდის ატლეტიკო გააჩემპიონა

დღე, როცა მატეუ ლაოსმა მადრიდის ატლეტიკო გააჩემპიონა

დღეს ცნობილი გახდა, რომ 8 მაისს, კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მთავარ არბიტრად მატეუ ლაოსი დაინიშნა.

ახლა კი, Mundo Deportivo სწორედ ზემოხსენებული მსაჯის მიერ დაშვებულ შეცდომას გვახსენებს, რომელმაც 2013/14 წლების სეზონის ლა ლიგის გამარჯვებულის ბედი გადაწყვიტა.

2014 წლის 17 მაისს, პრიმერა დივიზიონის 38-ე ტურში, “კამპ ნოუზე” “ბარსა” პირველადგილოსან “როხიბლანკოს” დაუპირისპირდა, რომელსაც 3 ქულით ჩამორჩებოდა – შესაბამისად, ამ მატჩის მოგებით კატალონიელებს ჩემპიონობა შეეძლოთ (ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის მიღების შემთხვევაში – პირველი წრის მატჩი მადრიდში 0-0 დასრულდა), დიეგო სიმეონეს გუნდს კი ფრეც აწყობდა.

ტაბლოზე ანგარიში 33-ე წუთზე ალექსის სანჩესმა “ბარსელონას” სასარგებლოდ ააციმციმა, მადრიდელთა მხრიდან კი წონასწორობა 49 წუთზე დიეგო გოდინმა აღადგინა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

თუმცა, 64 წუთზე ანტონიო მატეუ ლაოსმა ლიონელ მესის გოლი “თამაშგარის” გამო უსამართლოდ გააუქმა – აღნიშნულ მომენტში არგენტინელს ბურთი მეტოქისგან, ხუანფრანისგან მოუვიდა, რის შემდეგაც ტიბო კურტუას აჯობა და “ბლაუგრანა” დააწინაურა, მაგრამ…

სასურველი ანგარიშის წყალობით, “ჩოლოს” შეგირდებმა ესპანეთის ჩემპიონატი 90 ქულით მოიგეს, “ბარსელონა” კი 87 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.

მოგვიანებით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” იმჟამინდელი მწვრთნელის, ტატა მარტინოს ასისტენტი, ელვიო პაოლოროზო ამტკიცებდა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლაოსი კლუბის გასახდელ ოთახში შემოვიდა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

მაგრამ, 2019 წელს, Radio Marca-სთან საუბარში, მატეუმ შემდეგი რამ განაცხადა:

ჯერ კიდევ არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ ბურთი მხოლოდ ხუანფრანს შეეხო. VAR-ს მივესალმები – მსგავსი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ამ სისტემითაა შესაძლებელი.

7 წლის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან – 34 ტურის შემდეგ რონალდ კუმანის ბიჭებს 74 ქულა აქვთ და ლიდერ “ატლეტიკოს” 2 ქულით ჩამორჩებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 07 მაი 2021, 19:01
    #10

    ისე რამაინტერესებს, გუნდს რო ქულას აკარგინებ და შესაბამისად ტიტულს, იმ ღამით როგორ იძინებს, ამდენ გინებას ალბათ აიტანს, მაგრამ ღმერთისა არ ეშინია?

  • MARADONA1968
    schedule 07 მაი 2021, 11:49
    #9

    ბარსას შანსი ერთადერთი დარჩა, ვინატროთ, როგორც ხეტაფემ და ბეტისმა გაგვახარა რეალთან ფრე და სევილიაც თუ ასე გაგვახარებს მაგარია. ბარსამ სვარჩიკები უეჭველი უნდა დაადუღოს და დაადუღებს კიდეც! წ ე რ ტ ი ლ ი!

  • M10 S9 D11
    schedule 07 მაი 2021, 02:22
    #8

    იმენა სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს მესის ამ თამაშში

  • Albicelecte
    schedule 07 მაი 2021, 01:26
    #7

    ლაოსი თეთრი ფორმით იქნება მოედანზე?!?!?!?! smiley

  • Clever liar
    schedule 06 მაი 2021, 23:04
    #6

    ციტატა: DE PE FA
    ამ სეზონში აურია საკაიფოდ🙃ყველა მნიშვნელოვან თამაში ყლაპა გოლი


    მეც მასე მეგონა, მარა ლენგლე და ასტრა ზენეგას ბრალი ყოვილა. გავიგე სანდო წყაროებიდან :))

  • DE PE FA
    schedule 06 მაი 2021, 22:22
    #5

    ციტატა: Clever liar
    თითქოს ჩემპ ლიგის ფინალის ბოლო კომპესირებული წამები იყო და ბარსელონას ბურთი ქონდა გასაქვითი, ისე იდგა შტეგენ კუმან შროიდერიანად მეტოქის საჯარიმოში 😀


    ამ სეზონში აურია საკაიფოდ🙃ყველა მნიშვნელოვან თამაში ყლაპა გოლი😁

  • BEQA BARCA
    schedule 06 მაი 2021, 22:11
    #4

    პუჩიმ ფეხბურთს კუმანი აღარ მათამაშებსო და მზარეულობა დაიწყოო… 😁😁https://www.facebook.com/fcbarcelona/videos/221956232608275/

  • Clever liar
    schedule 06 მაი 2021, 22:10
    #3

    ციტატა: CHEPE
    ნაგაო უნდა გამოასწორო ის შეცდომა თორე მაგ სასტვენს გაგტენი უკანალში… რევანში გვაქვს ასაღები მაგის გამო და წელს 1:0 გავარდნა მოგების გამო შტეგენის ქაჯობით


    თითქოს ჩემპ ლიგის ფინალის ბოლო კომპესირებული წამები იყო და ბარსელონას ბურთი ქონდა გასაქვითი, ისე იდგა შტეგენ კუმან შროიდერიანად მეტოქის საჯარიმოში 😀

    My Webpage

  • BEQA BARCA
    schedule 06 მაი 2021, 21:46
    #2

    იმედია ახლაც თავისებურად არ გაუბერავს!!

  • GiorgiGabe99
    schedule 06 მაი 2021, 21:42
    #1

    ვახ როგორ მახსოვს ეს იგრა