workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ელ კლასიკო 40 კამერის ფოკუსში: ტექნოლოგიური სანახაობა და იამალ-მბაპეს პერსონალური მეთვალყურეობა

ელ კლასიკო 40 კამერის ფოკუსში: ტექნოლოგიური სანახაობა და იამალ-მბაპეს პერსონალური მეთვალყურეობა

calendar_month მატჩის დრო: 25 ოქტომბერი, 23:55

გასულ ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ “რეალ მადრიდისა” და “სევილიას” შეხვედრას 26 სატელევიზიო კამერა ემსახურებოდა. მომდევნო კვირას კი ყურადღების ცენტრში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი ელ კლასიკო ექცევა, სადაც ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის მთავარი მატჩის გასაშუქებლად უმაღლესი დონის ტექნოლოგიური მობილიზაცია იგეგმება. სიგნალს LaLiga როგორც ესპანეთის შიდა ოპერატორებისთვის, ისე საერთაშორისო მაუწყებლებისთვის აწარმოებს.

A+ კატეგორია და LaLiga-ს უმაღლესი სტანდარტები

სატელევიზიო წარმოების რეგულაციით, შეხვედრები, რომლებშიც “ბარსელონა” ან “რეალ მადრიდი” მონაწილეობს, “A ტიპის” კატეგორიას განეკუთვნება (როგორც საშინაო, ისე საგარეო მატჩებში) და მოედანზე მინიმუმ 22 კამერის განთავსებას მოითხოვს.

თუმცა ელ კლასიკო განსაკუთრებული, “A+ ტიპის” სტატუსით სარგებლობს. ამ რანგის დაპირისპირებებში სტადიონის სხვადასხვა წერტილში 35-დან 40-მდე კამერა მუშაობს. კამერების დეტალური განლაგების სქემა ოფიციალურად გადაეცემა მსაჯთა ტექნიკურ კომიტეტსა (CTA) და VAR-ის ოთახს, რათა საკამათო ეპიზოდებისას მათ სრული ვიზუალური ინფორმაცია ჰქონდეთ.

4K ფორმატი და იამალისა და მბაპეს პერსონალური მეთვალყურეობა

“ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” მოახლოებულ მატჩზე კამერების რაოდენობა 40-ს მიაღწევს. სტანდარტულ აღჭურვილობას დაემატება სუპერ შენელებული (super slow-motion) და კინემატოგრაფიული კამერები, სიგნალი კი უმაღლეს, 4K ფორმატში გადაიცემა.

გარდა ამისა, ასეთ მატჩებში გამოიყენება სპეციალური კამერები კონკრეტული ვარსკვლავების ინდივიდუალური თვალთვალისთვის. ამჯერად ობიექტივის ცენტრში ლამინ იამალი და კილიან მბაპე მოექცევიან, რათა მსოფლიოს ორი გამორჩეული ფეხბურთელის არცერთი დეტალი, მოძრაობა თუ ემოცია ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

ამ ინტრიგას კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ შეხვედრა “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის ოფიციალურად გამოცხადებამდე 24 საათზე ნაკლები დროით ადრე გაიმართება, სადაც კატალონიელთა ახალგაზრდა ვარსკვლავი ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი