workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა მონაკოს ფეხბურთელით ინტერესდება | UOL Esporte

ბარსელონა მონაკოს ფეხბურთელით ინტერესდება | UOL Esporte

UOL Esporte-ს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” “მონაკოს” ახალგაზრდა ფეხბურთელის, კაიო ენრიკეს შეძენით ინტერესდება.

აღნიშნული წყაროს თანახმად, ბრაზილიელი მარცხენა მცველისთვის ბრძოლაში, რომელსაც თამაში ნახევარდაცვის ხაზშიც შეუძლია, “ბარსას” კონკურენტი “პარი სენ-ჟერმენი” იქნება.

როგორც ცნობილია, კაიოს აგენტი “ბლაუგრანას” ყოფილი ფეხბურთელი – დეკუა, რომელთანაც ჟოან ლაპორტას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. აგრეთვე, შესაძლოა, მან, სამხრეთ ამერიკაში “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ოფიციალური წარმომადგენელის თანამდებობაზე, ანდრე კური ჩაანაცვლოს.

23 წლის მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება, დაახლოებით, 25-30 მილიონ ევროს შეადგენს. იგი “სანტოსის” აღზრდილია, თუმცა პროფესიონალური კარიერა 2016 წელს, მადრიდის “ატლეტიკოში” დაიწყო.

ენრიკე “მონეგასკების” შემადგენლობაში 2020 წლიდან ასპარეზობს, კლუბთან კონტრაქტი კი 2025 წლამდე აკავშირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 07 მაი 2021, 19:28
    #4

    მონეგასკელი არ არის ქართული, რუსულია. ქართულად მონაკოელია. პატივი ვცეთ ქართულ ენას.

  • BEQA BARCA
    schedule 06 მაი 2021, 21:50
    #3

    მე ბალდეს ვფიქრობდი ვნახოთ…

  • El pistolero 9
    schedule 06 მაი 2021, 21:19
    #2

    აი ჩვენ ისეთი ფლანგის მცველები გვჭირდება 442 ში ან 352 ში ფლანგზე რო არიან შემტევის ფუნქციებით მაგრამ დაცვაშიც რო მაგრად ყომარობენ.კუკურელია არ უნდა გაგვეშვა

  • GiorgiGabe99
    schedule 06 მაი 2021, 19:53
    #1

    არანაირი კაიო ბალდე უნდა დააწინაურონ უეჭველი