“იუვენტუსის” პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, შარშან, ლუის სუარესთან დაკავშირებულ მოვლენებს იხსენებს.
მაშინ, ურუგვაელი ფეხბურთელი “იუვენტუსში” გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, საბოლოოდ, “ელ პისტოლერო” “ატლეტიკოში” აღმოჩნდა.
მასთან მოლაპარაკებებს პარატიჩი [“იუვენტუსის” სპორტული დირექტორი] აწარმოებდა. ლანჩისას, პაველ ნედვედმა მითხრა, რომ სუარესმა “იუვეში” გადმოსვლის სურვილის შესახებ მესიჯის საშუალებით შეატყობინა.
– თქვა ანიელიმ Repubblica-სთან ინტერვიუში.
პერუჯას უნივერსიტეტში, იტალიის მოქალაქეობის მიღების მიზნით, სუარესი იტალიური ენის გამოცდაზე გავიდა, თუმცა გამოცდის წესის დარღვევის გამო, მისი ტრანსფერი ჩაიშალა, უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომელი კი დააპატიმრეს.
ისე იუვე კვარას სერიოზულად აკვირდებაო და ძაან მაგარი იქნება ქართველი იუვენტუსში.ისე კვარა ესპანური ფეხბურთის სტილისაა უფრო.სამწუხაროდ რეალის ფანია.მადრიდში თამაშია ჩემი ოცნებაო
ანდრეა ანიელი: სუარესს იუვენტუსში გადმოსვლა სურდა.
რას ბოდავს ეს კაცი, სუარესს ბარსაში დარჩენა უნდოდა ყველაზე ძალიან და ატირებული წავიდა როცა ძაღლივით გააგდეს.