სუპერ ლიგის პროექტი 2 მარტს განახლდება

სუპერ ლიგის პროექტი 2 მარტს განახლდება

Telegraph Footall-ის ინფორმაციით, 2 მარტს, ტურინის “იუვენტუსის” მფლობელი, ანდრეა ანიელი სუპერ ლიგის პროექტის განახლებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. 

ამავე წყაროს ცნობების თანახმად, ახალი ტურნირის წყალობითა და სპონსორების მეშვეობით, “ბარსელონა”, “რეალი” და “იუვენტუსი” ძალიან დიდ თანხას გამოიმუშავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სუპერ ლიგის წესები შეიცვლება – გათამაშებას მუდმივი წევრები არ ეყოლება და დაწინაურება ნებისმიერ კლუბს შეეძლება, ვინაიდან, ამ იდეის მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი სწორედ პერმანენტული მონაწილეების არასამართლიანობაზე მიუთითებდა. როგორც ცნობილია, გეგმის გარშემო ბევრ სიახლეს ვიხილავთ.

სუპერ ლიგა გასული წლის 18 აპრილს დაარსდა, თუმცა, დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, ტურნირმა აქტუალურობა ნელ-ნელა დაკარგა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    27 თებ 2022, 16:19

    საინტერესოა, რა მოიგონეს ახალი.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    27 თებ 2022, 11:11

    კი შემოსავალი კლუბისთვის და ჩვენთვის მეტი სანახაობა კარგია, მაგრამ ისედაც კვირაში სამი თამაში აქვთ,კვდებიან ფეხბურთელები მოედანზე და კიდე ეს უნდათ?

  • EL MAESTRO 6
    27 თებ 2022, 01:32

    აუ რა გაახურეს ამ სუპერ ლიგით საქმე რა? რა ჯანდაბად გვინდა სუპერ ლიგა? ეგ არის ფეხბურთის დამღუპველი და არ შეუერთდებიან მაგ პროექტს სხვა გუნდები, ასე რომ 3 გუნდი ლიგას ვერ შექმნის, თავიდანვე ცუდი იდეა იყო და არ უნდა განხორციელდეს ეგ ოროექტი

  • La Pulga10
    27 თებ 2022, 00:38

    ოოო ეხლა ამაზე ატყდება ერთი ამბავი