ყველაფერი, რაც ევროპის სუპერ ლიგაზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც ევროპის სუპერ ლიგაზე უნდა ვიცოდეთ

თუ თორმეტმა ევროპულმა გრანდმა მიზანს მიაღწია და ახალი სუპერ ტურნირი, ევროპის სუპერ ლიგა შეიქმნა, ფეხბურთი ძალიან შეიცვლება.

რა ვიცით ახალი ტურნირის შესახებ? ამ სტატიაში თავს მოვუყრით ყველა ინფორმაციას, როგორც ოფიციალურს, ასევე არაოფიციალურს.

ოფიციალური ინფორმაცია

  • ახალ ლიგაში 20 გუნდი ითამაშებს. აქედან 15 მუდმივი წევრი იქნება, 5 კი ყოველწლიურად შეიცვლება.
  • შეიქმნება 2 ათგუნდიანი ჯგუფი. ჯგუფის წევრები წლის განმავლობაში ერთმანეთთან შინ და გარეთ ითამაშებენ.
  • ჯგუფური ეტაპის 8 საუკეთესო გუნდი (ჯგუფიდან 4-4 გუნდი) ფლეი ოფის ეტაპზე გავა. ფლეი ოფიც ორმატჩიანი იქნება, ხოლო ფინალი – ერთი თამაში.
  • ახალი ტურნირი შიდა ჩემპიონატების შენარჩუნებას გულისხმობს. სუპერ ლიგის თამაშები კვირის შუაში ჩატარდება.
  • სუპერ ლიგის 15 დამფუძნებელი წევრიდან 12 ცნობილია: მილანი, არსენალი, ატლეტიკო, ჩელსი, ბარსელონა, ინტერი, იუვენტუსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი, ტოტენჰემი.
  • UEFA და FIFA აპირებენ ახალ ტურნირში მონაწილე ყველა გუნდი თავიანთი გათამაშებებიდან მოკვეთონ.
  • ახალი ორგანიზაციის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იქნება, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები ანდრეა ანიელი და ჯოელ გლეიზერი.

არაოფიციალური ინფორმაცია

  • დამფუძნებელი გუნდები ახალ ტურნირში მონაწილეობისთვის დაახლოებით 235 მილიონ ევროს მიიღებენ.
  • იმ შემთხვევაში, თუ სუპერ ლიგის იდეა ჩავარდა, “რეალი” ევროტურნირებზე ვეღარასდროს ითამაშებს, რადგან ახალი ორგანიზაციის პრეზიდენტად მადრიდული კლუბის პრეზიდენტია არჩეული.
  • ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის თამაშები გაურკვეველი ვადითაა გადადებული.
  • თუ სუპერ ლიგაში შემავალი გუნდები ჩემპიონთა ლიგიდან მოიხსნებიან, გამარჯვებულად ავტომატურად “პარი სენ-ჟერმენი” გამოცხადდება.
  • 15 დამფუძნებლიდან ცნობილი 12 არის. დანარჩენი 3 “ბაიერნი”, “ლაიფციგი” და “პორტუ” იქნებიან.
  • ახალი ტურნირი სტარტს აგვისტოში აიღებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი დამფუძნებელი კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარასდროს ითამაშებენ.
  • სუპერ ლიგაში მოთამაშე გუნდები შიდა ჩემპიონატების მიმდინარე გათამაშებებიდანაც მოიკვეთებიან.
  • ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლა ლიგის მიმდინარე გათმაშების გაუქმებაზე ფიქრობს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • ჯერემი რენერი
    19 აპრ 2021, 13:42

    ციტატა: El pistolero 9
    ფეხბურთს დედა ეტირება.იმედია მოვლენ აზრზე და არ მიიღებენ კლუბები მონაწილეობას.ფეხბურთელებმაც უარი უნდა თქვან


    ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და გულშემატკივრებმაც მასობრივად.

  • El pistolero 9
    19 აპრ 2021, 12:35

    ფეხბურთს დედა ეტირება.იმედია მოვლენ აზრზე და არ მიიღებენ კლუბები მონაწილეობას.ფეხბურთელებმაც უარი უნდა თქვან

  • ჯერემი რენერი
    19 აპრ 2021, 11:30

    laugh out loud
    ვერ ვხვდები ამ იდეას მხარს რატო უჭერს ვინმე.. ჩემპიონატებიდან მოკვეთა, ჩ. ლიგიდან მოკვეთა.. ძალიან უაზრო რევოლუციაა

  • GUGU MSN
    19 აპრ 2021, 04:41

    ეს იქნება ფეხბურთის დასამარება არ ვეთანხმები ამ ახალ პროექტს ნეტა გააგდებდნენ Yლეარ მადრიდს ხარს დავკლავ

  • M10 S9 D11
    19 აპრ 2021, 04:20

    იმ შემთხვევაში, თუ სუპერ ლიგის იდეა ჩავარდა, "რეალი" ევროტურნირებზე ვეღარასდროს ითამაშებს, რადგან ახალი ორგანიზაციის პრეზიდენტად მადრიდული კლუბის პრეზიდენტია არჩეული.

    ვაიმე ნეტა ჩავარდეს ეს პროექტი როგორ მინდა ამ ბინძური გუნდის დასამარება

  • bashi_achuki
    19 აპრ 2021, 03:57

    რა ხდებაააააა, ვიინნ მოკლეეეეესს

  • ჯორჯ
    19 აპრ 2021, 03:50

    ისე რაზე ვწუწუნებთ ისეთ ვალებში ვართ ეგ ფული გაასწორებს

  • NEYBarca
    19 აპრ 2021, 03:45

    BREAKING: Liverpool have quit the European Club Association. Effectively no longer part of FIFA or UEFA. [telegraph] წელს წააგეს , მომავალ წელს ვერ ითამაშებენ და ლიგა ვაბშე დაიკიდეს ? :დ