workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრიმ, შესაძლოა, გრანადასთან არ ითამაშოს

პედრიმ, შესაძლოა, გრანადასთან არ ითამაშოს

“ბარსელონას” ნახევარმცველმა პედრიმ, შესაძლოა, “გრანადასთან” სასტარტოში არ ითამაშოს და 18 წლის ტალანტს დასვენების საშუალება მიეცეს.

პედრიმ მიმდინარე სეზონში “ბარსას” მიერ ჩატარებული 48 თამაშიდან მხოლოდ ერთი გამოტოვა. მან მონაწილეობა 47 მატჩში მიიღო, რომელთაგან ძირითად შემადგენლობაში 36 დაიწყო. ესპანელი შუახაზელი ლა ლიგის 20-წლამდე მოთამაშეებს შორის – პირველი, ხოლო ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაატარა. მასზე წინ მხოლოდ ბუკაიო საკა და ედუარდო კამავინგა იმყოფებიან.

ElDesmarques-ს ცნობით, პედრიმ, შესაძლოა, “გრანადასთან” დაისვენოს. რონალდ კუმანს 2 დღეში გასამართ მატჩში 18 წლის ფეხბურთელის ჩანაცვლება მოუწევს, თუ ნიდერლანდელ სპეციალისტს სურს, რომ პედრი სეზონის ბოლო ეტაპზე ფიზიკურად 100%-ით მზად იყოს.

“ბარსასა” და “გრანადას” დაპირისპირება ხუთშაბათს თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 27 აპრ 2021, 18:46
    #9

    ამ ჯიგარსონებმა არ დაიკიდონ გრანადა და არ მოდუნდნენ, თორემ ეგრევე დაისჯებიან.

  • Erekle
    schedule 27 აპრ 2021, 18:00
    #8

    Etyoba kidevac dzaaan daglilia an moribas unda mieces shansi an pjanics pugic cudiq raaaa tu atamaShebs

  • bashi_achuki
    schedule 27 აპრ 2021, 17:24
    #7

    აუცილებლად უნდა დაასვენოს სახეზეც ეტყობა ტიპს რო გადამწვარია. ავიწყდებათ მგონი ჯერ 18 წლის როა

  • rivaldo80
    schedule 27 აპრ 2021, 15:17
    #6

    შავ სამუშაოს აბარებს პედრის მუშაად ყავს დრიბლინგები და გამწვავება პედრის არ აბარია მისი საქმეე ვირული შრომაა ერთხელ მაინც გინახავთ საჯარიმოში შერბენით ??? არაა იმიტომ რომ ყავს მუშაად ნუ ესე თვლის ტრენერი და მორჩაა უბრალოდ გადაიღალა არაფერი არ მოუკლია…რამდენ შეხებას აკეთებს და რითმს როგორ იჭერს ეს პატარა ბიჭი ამას 90% 18 წლის ფებხურთელი ვერასდროს იზაამს

  • nika 54
    schedule 27 აპრ 2021, 14:01
    #5

    ის პიანიჩი რისთვის გავცვალეთ არტურში, დღეს რო უკვე იუვეს ძირითადის წევრი გახდა. თუ ტრამვა აქვს? ამდენი თამაშისგან.

  • Ak47
    schedule 27 აპრ 2021, 13:13
    #4

    ძაან ცუდს შვება ეს კაცი, ესე უაზროდ ამ ბავშვის დატვირთვა ცუდის გარდა არაფრის მომტანი არაა. მაგიტოა ბოლო თამაშებში ესე რო მოუკლო და ბოლო წუთები ენაგადმოგდებული ძლივს რო დადის. არარის ეს საერთოდ ამ ბავშვი ბრალი, ფიზიკურად შეუძლებელია 18 წლის ასაკში ამხელა დატვირთვას გაუძლოს ადამიანმა, ან კუმანს არავინ არ ეუბნება არაფერს? ან თვითონ ვერ ხვდება რო უკვე გამოფიტულია? ძაან ხისთავიანი კაცია და ამისი კაპრიზებს კარგი არაფერი უქნია გუნდისთვის.

  • M10 S9 D11
    schedule 27 აპრ 2021, 13:12
    #3

    შესაძლოა კი არა უნდა დაისვენოს ძალიან გადამწვარი და გამოფიტულია

  • El pistolero 9
    schedule 27 აპრ 2021, 12:00
    #2

    ჩემი აზრით პუჩი უნდა ათამაშოს პედრის ნაცვლად და მორიბა დეიონგის ნაცვლად(ყვითლების გამო),ლეო ალბათ არ მიიღებს ყვითელს და დეიონგი ძაან დიდი რისკია.თუ გაგვიჭირდა მეორე ტაიმში.შემოიყვანოს კუმანმა

  • frenkie dejong21
    schedule 27 აპრ 2021, 11:55
    #1

    Მგონოა რომ მაინც აᲗამაᲨებს Ძაან ჯიუტი ხისᲗავიანი ეს კუმანი