არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკაზე მე-3 ჯგუფის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ურუგვაისა და ჩილეს ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდა. ანგარიში მატჩის 54-ე წუთზე ურუგვაის ნაკრებმა გახსნა, თავი კი პერეირამ გამოიჩინა. ჩილეს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება 65-ე წუთზე, ალექსის სანჩესის გოლით შეძლო. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მე-3 ჯგუფში პირველ და მეორე ადგილს ჩილე და პერუ იყოფს, მათ 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ. მესამე ადგილზე 2 ქულით ურუგვაი იმყოფება. მექსიკის ნაკრები, რომელიც ტურნირზე ახალგაზრდული შემადგნელობით გამოდის 0 ქულით მეოთხე საფეხურზეა.
გთავაზობთ ალექსის სანჩესის გოლს
[media=http://www.youtube.com/watch?v=BdfxYFyuHq0]