ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამემამულე ნეიმარისა და ლიონელ მესის ერთად ხილვას “პარი სენ-ჟერმენში” ისურვებდა. ამასთანავე, ლუის ფილიპე სკოლარის თქმით, მის მიერ მოპოვებულ ყველა ტიტულს, მესის გაწვრთნას ამჯობინებდა.
“მესისა და ნეიმარს ერთად ვიხილავდი, თუმცა არა “ბარსელონაში”, არამედ პსჟ-ში. ამის შემდეგ პარიზული კლუბი შეხვედრას გოლის გარეშე არ დატოვებს. ეს ორი გენიოსის წყვილი იქნება, სხვა კლუბებისთვის კი ამ დუეტის ჩამოყალიბება რთული იქნება.
მესის გაწვრთნა დიდ სიამოვნებას მომანიჭებდა და ყველა იმ ტიტულზე აღმატებული იქნებოდა, რაც აქამდე მომიპოვებია. არ მქონია შესაძლებლობა ისეთი ფეხბურთელები გამეწვრთნა, როგორებიცაა: კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო, ლუიშ ფიგუ, რივალდო – ისინი უბრალოდ შეუდარებლები იყვნენ”, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს Sport.
"მესისა და ნეიმარს ერთად ვიხილავდი, თუმცა არა "ბარსელონაში", არამედ პსჟ-ში. ამის შემდეგ პარიზული კლუბი შეხვედრას გოლის გარეშე არ დატოვებს. ეს ორი გენიოსის წყვილი იქნება, სხვა კლუბებისთვის კი ამ დუეტის ჩამოყალიბება რთული იქნება.
ამანაც კი ვერ დამალა, რომ ლეო და ნეიმარი საუკეთესო წყვილი იქნება შეტევაში.
პორტუგალია რომ ჩაიბარა არც ფიგუ და არც რონალდუ იყვნენ? თუ კლუბურ გაწვრთნას გულისხმობს
მესის ლაპორტა უხანგრძლივებს ამიტომ ეგ ნატვრა ნატვრად დაგრჩება
შეზი აზრი გვკიდია
არადა 02-ში რონალდოც ყავდა რივალდოც, რონალდინიოც, კარლოსი და კაფუც მარა ამას მუნდიალი რომ აქვს მოგებული მემგონი ვაბშე არ აცის აქამდე 😀