workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გარე ზეწოლა” – რა გახდა ელ კლასიკოში მატეუ ლაოსის დანიშვნის მიზეზი

“გარე ზეწოლა” – რა გახდა ელ კლასიკოში მატეუ ლაოსის დანიშვნის მიზეზი

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურის ეგიდით, თბილისის დროით 23:00 საათზე, კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” ესტუმრება.

Radio Marca-ს ინფორმაციით, მსაჯების ტექნიკური კომიტეტის (CTA) გადაწყვეტილებით, “ელ კლასიკოს” მთავარი არბიტრი მატეუ ლაოსი იქნება, რომელიც დღეს ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნსა” და პსჟ-ს შორის გასამართ შეხვედრაზე იმუშავებს.

წყაროს ცნობით, თავდაპირველად, “ბარსასა” და “რეალის” მატჩის მსაჯობის მთავარი კანდიდატი ბასკი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეტჩეა იყო, მეორე ვარიანტად კი ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განიხილებოდა.

როგორც ცნობილია, “გარე ზეწოლის” შედეგად, კომიტეტმა გადაწყვეტილება შეცვალა და საბოლოოდ, “ელ კლასიკო” მატეუ ლაოსს ანდო, რომელსაც VAR-ის ოთახიდან სესარ სოტო გრადო დაეხმარება.

ამჟამად, პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში, “ბლაუგრანა” მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ “ატლეტიკოს” 1 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება “რეალს”, ზინედინ ზიდანის გუნდი მესამე პოზიციას იკავებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 07 აპრ 2021, 22:42
    #8

    წყაროს ცნობით, თავდაპირველად, "ბარსასა" და "რეალის" მატჩის მსაჯობის მთავარი კანდიდატი ბასკი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეტჩეა იყო.
    და რა გიკვირთ? ეს იყო ატლეტიკო-რეალზე(მგონი ვარის მეთვალყურე) რეალს რო პენალტი არ დაუდეს და მთელმა მადრიდმა კულე უძახა. გეხსომებათ რა დღეში იყვნენ "ობიექტური" მადრიდელი ჟურნალისტები და ყოფილი ფეხბურთელები. ეტყობა არ ენდობიან.

  • M10 S9 D11
    schedule 07 აპრ 2021, 20:45
    #7

    მეზიზღება ეს მსაჯი

  • me da barca
    schedule 07 აპრ 2021, 20:07
    #6

    დემბელესაც მაგრა უყვარს ეს გნიდა. იმდენი გიქნია ფეხი მოგიტეხია დღეს .

  • El pistolero 9
    schedule 07 აპრ 2021, 18:14
    #5

    მსაჯიანად მოგვიწევს მოგება

  • BEQA BARCA
    schedule 07 აპრ 2021, 17:43
    #4

    არაფერი ახალი არ უთქვამთ ისეც ვიცით რა ხანია რომ მადრიდი აგვარებს საქმეს!

  • Don_Andresito
    schedule 07 აპრ 2021, 16:01
    #3

    აჰა გარე ზეწოლის შედეგად დანიშნეს მადრიდისტა მსაჯი, გასაგებია ვისი მხრიდანაც იყო გარე ზეწოლა. წინასწარ უჭერთ და რას იზამენ მსაჯები წარმომიდგენია

  • Maradona
    schedule 07 აპრ 2021, 15:16
    #2

    აჰა როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდბეა მატეუს პაპა პერესი საქმეში რთავს. 2014 ის მერე ამ მსაჯზე მეტად არავინ მეჯავრება.

  • Ronaldinho..
    schedule 07 აპრ 2021, 15:12
    #1

    როგორ მეზიზღება ეს კაცი,რეალის ფორმით დარბის სტადიონზე და მაინცდამაინც ეს გააძეეს