workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საქართველო 1-2 ესპანეთი | “ბარსას” ფეხბურთელთა შეფასებები

საქართველო 1-2 ესპანეთი | “ბარსას” ფეხბურთელთა შეფასებები

სამწუხაროდ, დრამატულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები “ფურია როხასთან” დამარცხდა. 

“ჯვაროსნებმა” მთელი შეხვედრის, განსაკუთრებით კი პირველი ტაიმის განმავლობაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ეფექტურად გაანეიტრალეს. ესპანელებმა კარში 3-ჯერ დაარტყეს და აქედან 2 გოლი გაიტანეს. 

აღსანიშნავია, რომ sofascore.com-ის მიხედვით პირენეელთა მხრიდან ყველაზე მაღალი შეფასებები სწორედ “ბლაურანელებმა” დაიმსახურეს.

ჟორდი ალბამ მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან უმაღლესი, 8.1 ქულა მიიღო. მან საგოლე გადაცემაც შეასრულა, ამის შედეგად, 2021 წელს 4 გოლი და 7 ასისტი დაუგროვდა.

პედრი ძალიან აქტიური იყო, პირველ ტაიმში ფერან ტორესისაკენ გაკეთებული გადაცემა ცალკე აღნიშვნის ღირსია. ჩვენდა საბედნიეროდ იმ მომენტში “მანჩესტერ სიტის” შემტევმა ბურთის დამუშავება ვერ მოახერხა. მას sofascore.com 7.4 ქულად აფასებს.

სერხიო ბუსკეტსი კი ტრადიციულად შავ სამუშაოს ასრულებდა და ხვიჩა კვარაცხელიასგან გაწამებულ მარცხენა ფლანგელებს ხშირად აზღვევდა, მან 7.8 ქულა დაიმსახურა.

ამ გამარჯვებით ესპანეთმა უკვე 4 ქულა მოაგროვა და ჩვენს ჯგუფში დროებით გალიდერდა კიდეც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • Dimitri359
    schedule 29 მარ 2021, 22:05
    #14

    მოდით რა ქართული რაგბის გაფანატებას და ფეხბურთის დაკნინებას ნუ დაიწყებთ. საქართველოს რაგბის ნაკრები სტაბილურად უგებს სუსტ გუნდებს და პირწმინდად მარცხდება ძლიერ გუნდებთან (ეს ფაქტია და არა ჩემი მოსაზრება). პლუს ყოვლად უადგილოა ამ ორი სპორტის შედარება! მორაგბეები ხდებიან მსუქანი ბავშვები რომლებსაც ფეხბურთში აღნაგობა და ნიჭი არ უწყობთ ხელს! (კი ცოტა უხეშად ჟღერს).

  • ბასქუ10
    schedule 29 მარ 2021, 14:15
    #13

    ციტატა: nika 54
    ძალიან მძიმე იყო, რეგბისტების შემდეგ ამათი ყურება. ხო ჩანდა, რომ ტექნიკით თითქმის არ ჩამოვრჩებოდით, მიდით რა ბოლომდე მიაწექით და დადეთ შედეგი. სწორს ამბობენ ფეხბურთი არაა ჯერჯერობით ჩვენი თამაში, ჩვენი თამაში რეგბია. ათასჯერ საწყენია, რომ არ შვედები და არც გუშინდელი ესპანეთი ჩვენზე ათი თავით მაღლა არ არის, ცოტა მონდომება და ორივეგან მინიმუმ ერთი ქულა გვეკუთვნოდა.


    სანამ ეროვნული ლიგა არ დაემსგავსება ჩემპიონატს მანამდე ნაკრების ასე აწყობა გაგვიჭირდება, არ გვყავს ტოპ 5 ლიგაში არცერთი ფეხბურთელი, ეს რათქმაუნდა პირველრიგში ჩვენი ჩემპიონატის ბრალია რადგან ვერ ზრდიან ისეთ თაობას რომელზეც სამომავლოდ იმედები დამყარდება, მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალირად თუ ითამაშებს ვინმე და ისე გაიბრწყინებს(კვარა,ჩაკვე) ჯერ მათაც არ მიუღწევიათ ისეთ ჩემპიონატამდე სადაც უკეთ წარმოაჩენენ საქართველოს და შემდეგ მოხდება ქართულ ფეხბურთში რაღაც ცვლილებები, მეც ფეხბურთელი ვიყავი, ჩემპიონატზე რო გავდიოდით, ჯერ მარტო ისეთ სტადიონებზე გვიწევდა თამაში მართლა საღორე და სანაგვე გეგონებოდა, მერე მეორე არანორ წესებს არ იცავდნენ, ასაკობრივ ჩემპიონატებში ჩვენზე 3-4 წლით დიდებს ათამაშებდნენ და ამაზე არანაირი რეაგირება არ იყო, ასე ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება, ჩვენ კიდე გვაქვს პრეტენზია საქართველოს ნაკრებზე

  • Clever liar
    schedule 29 მარ 2021, 14:15
    #12

    ციტატა: El pistolero 9
    მაგრად არ მომეწონა არც შვედეთთან და არც ესპანეთთან.კონტრშეტევაზეც ძაან ცუდაც იხსნება და ვერ ყვება სათანადოდ შემტევებს


    იდარდოს სანიოლიმ :)))

  • El pistolero 9
    schedule 29 მარ 2021, 10:56
    #11

    Clever liar,
    მაგრად არ მომეწონა არც შვედეთთან და არც ესპანეთთან.კონტრშეტევაზეც ძაან ცუდაც იხსნება და ვერ ყვება სათანადოდ შემტევებს

  • Johan cruyff13
    schedule 29 მარ 2021, 10:42
    #10

    ლორიამ დაგვღუპა😞

  • nika 54
    schedule 29 მარ 2021, 10:34
    #9

    ძალიან მძიმე იყო, რეგბისტების შემდეგ ამათი ყურება. ხო ჩანდა, რომ ტექნიკით თითქმის არ ჩამოვრჩებოდით, მიდით რა ბოლომდე მიაწექით და დადეთ შედეგი. სწორს ამბობენ ფეხბურთი არაა ჯერჯერობით ჩვენი თამაში, ჩვენი თამაში რეგბია. ათასჯერ საწყენია, რომ არ შვედები და არც გუშინდელი ესპანეთი ჩვენზე ათი თავით მაღლა არ არის, ცოტა მონდომება და ორივეგან მინიმუმ ერთი ქულა გვეკუთვნოდა.

  • me da barca
    schedule 29 მარ 2021, 02:30
    #8

    მოგებას არ იმსახურებდით, მაგრამ ლორიამ ჭამა ბებიამისის

  • Clever liar
    schedule 29 მარ 2021, 00:42
    #7

    ერთი ქვილითაიას შეფასებაც დაწერეთ, სტადიონზე შეპარული საქონელივით მინდორზე სასეირნოდ რო შემოვიდა. ისე იდგა მთელი 25 წუთი მეტოქის საჯარიმო ხაზთან, გეგონებოდა გამჭოლი პასის დროს ან გამქცევი იყოს, ან გამსწრები, ან მომტყუებრლი ან კარში დამრტყმელი.. 2 წუთის შემოსულიც არ იყო და იმის ნაცვლად რო ჩანძრეულიყო დაცვაში ზონების შესავსებად ან მიხმარებოდა დაპრესინგებაში ენაგადმოგდებულ გუნდელებს, დაიწყო დოინჯი ტრაკზე და დაიწყო უეფას დამკვირვებელივით სეირნი აუტის ხაზზე. ის გოლიც მაგის საქონლობის გამო გავიდა. კი პაჟალუსტა ჯარიმა იყო, მარა შეცდა მსაჯი ვერ შეხედა ჰა რაგინდა რო ქნა, ან რა ბურთის მიღება ქონდა, ან რას აპირებდა, რას გამძორდა რაუნდოდა ვაბშე ხო ვერ გაიგებ რა

  • El pistolero 9
    schedule 29 მარ 2021, 00:32
    #6

    Diana,
    მანანა გიორგაძემ ჩაუნამიოკოს ლაპორტას

  • ბასქუ10
    schedule 29 მარ 2021, 00:20
    #5

    რატო არასდროს არ გვიმართლებს ვინ დაგვწყევლა ასე, მერამდენედ უკვე მერამდენედ, ცოტა იღბალიც ხო შეიძლება ჩვენსკენ იყოს, ძალიან სამწუხაროა რომ ქულა ვერ ავიღეთ ამ მატჩში, რაც შეეხება ბარსას ფეხბურთელებს ალბა მართლა ძალიან მაგარ ფორმაშია, ბარსელონაშიც და ნაკრებშიც შეტევის ერერთი მთავარი დასაყრდენი ძალა სწორედ ეგაა, პედრი კი იქნებ ტრამვას გადაურჩეს, შენგელიამ ძალიან გამეტებიტ ჩაარტყა ბოლოს

  • Always cule
    schedule 29 მარ 2021, 00:17
    #4

    ბარსელონელებიდან ალბა და პედრი დავინახე საკმაოდ ახლოდან და მიხარია ძალიან

  • Anano_Ch
    schedule 28 მარ 2021, 23:26
    #3

    ალბაა რავიცი რაა ეგაა მთელი ესპანეთის შეტევებია სულისჩამდგმელი, ნუ მაგის მოვალეობაცაა მარა რავი იმაზე მეტსაც აკეთებს შეტევაში ვიდრე მოეთხივება. ბრავო ალბა, საუკეთესო ფორმაშია. ჩვენთვის კი დასანანი მარცხია როცა ამხელა იმედი გიჩნდება და რეალური თან ((

  • Diana
    schedule 28 მარ 2021, 23:04
    #2

    ღმერთო პედრი და ხვიჩა მანახე ერთ ფორმაში ❤❤❤❤

  • Iniesta_8
    schedule 28 მარ 2021, 22:57
    #1

    ალბას და ოლმოს ახლა აუდგათ მაინცდამაინც.

    ხვიჩა ბარსელონაში რომ ავარჯიშო დემბელეზე და ტრინკაუზე ბევრად მაღალ დონეს დადებს.