კარლეს პერესი: "ბარსელონასგან" ასეთი მოქცევა არ დამიმსახურებია

კარლეს პერესი: "ბარსელონასგან" ასეთი მოქცევა არ დამიმსახურებია

"ბარსელონას" სკოლის აღზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელი, კარლეს პერესი, რომელიც "რომაში" თამაშობს, კატალონიური გუნდის დატოვებას იხსენებს.

"გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ "ბარსელონა" გუნდიდან მიშვებდა. ეს არ დამიმსახურებია. თუმცა, ეს თვეების წინ მოხდა. ახლა "რომაში" ვარ, იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში.

მაშინაც კი, როდესაც "ბარსა ბ-ში" ვიყავი, ლა ლიგის გუნდებისგან შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი, რადგან ჩემი მიზანი "ბარსელონას" პირველ გუნდში მოხვედრა იყო.

საბოლოოდ, შანსი მივიღე და ვფიქრობ, ის მაქსიმალურად გამოვიყენე. პირველი გუნდის კონტრაქტის გაფორმებაც კი შემომთავაზეს." - ციტირებს 22 წლის თავდამსხმელის სიტყვებს EFE.

კარლეს პერესმა მიმდინარე სეზონი "ბარსელონაში" დაიწყო და 12 თამაშში 2 გოლი გაიტანა, 30 იანვარს კი, "რომას" იჯარით შეუერთდა. რომაელებმა, რომელთა რიგებშიც ესპანელმა 14 მატჩში თავი 2-ჯერ გამოიჩინა, პერესი 11 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 აგვისტო 2020 10:02
    0
    ბებიაშენისამ რაა შენმა ღორობამ დაგვღუპა რომელიღაცა გუნდთან არ მახსოვს კიდე აქეთ რო ტლიკინებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 5 აგვისტო 2020 09:10
    3
    არა ბარსას რომ სლე ხელმძღვანელობა ყავს ბაზარი არაა მაგრამ, წასული რომ ხარ გუნდიდან არ უნდა იტლიკინო ბევრი, წინ უნდა გაიხედო რა იცი რა ხდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 აგვისტო 2020 21:00
    2
    ო გააფსი რა, ღორობდი ბურთს რო მიიღებდი და არც გატანის ტაკო გქონდა, რაფინია იყო მასე და კი დაძრწის აქაიაქა