"რომას" ტოდიბოსა და ფირპოს შეძენაში კარლეს პერესი დაეხმარება

"რომას" ტოდიბოსა და ფირპოს შეძენაში კარლეს პერესი დაეხმარება

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "რომასთვის" 22 წლის შემტევი კარლეს პერესი არა მხოლოდ ჩვეულებრივი ფეხბურთელი, არამედ "ბარსელონას" "ამბასადორიცაა".

პერესი კატალონიური კლუბის სკოლის აღზრდილია. ის "რომაში" იანვარში იჯარით გადავიდა. იტალიელებს სეზონის ბოლოს ესპანელი თავდამსხმელის 11 მილიონ ევროდ შესყიდვის ვალდებულება აქვთ.

წყაროს ცნობით, "რომას" ზაფხულში "ბლაუგრანას" მცველების, ჟან-კლერ ტოდიბოსა და ჟუნიორ ფირპოს იჯარით აყვანა სურს. რომაელები ფიქრობენ, რომ კარლეს პერესი მის ყოფილ თანაგუნდელებს იტალიურ კლუბში გადასვლაში დაარწმუნებს.

კატალონიელებს, ჯერჯერობით, ფირპოსა და ტოდიბოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღიათ. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" ვარაუდობს, რომ დომენიკელი მარცხენა მცველი მომავალში ჟორდი ალბას სრულფასოვნად ვერ შეცვლის.

რაც შეეხება ტოდიბოს - ის, ამჟამად, "შალკეშია" განათხოვრებული. გერმანელებს მიმდინარე სეზონის ბოლოს 20 წლის ცენტრალური მცველის შესყიდვა 25 მილიონ ევროდ შეუძლია, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 18 მაისი 2020 13:11
    3
    რომას ფეხბურთელი კაირა მაისური არ უნდა მიყიდოს თავმოყვარე ბარსელონამ თავისი მაღაზიიდან :D 😂 3 ახალგაზრდა უნდათ ტიპებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 18 მაისი 2020 12:53
    2
    ციტატა: სპარტაკი
    ციტატა: M10 S9 D11
    ფირპო წაიყვანონ ტოდიბოს თავი დაანებონ

    ტოდიბოც კაი შლანგია...

    ნამდვილად, რაც მაგის ცოდვილობას ვუყურე შაბათს დორტმუნდთან. გაბერა სირბილში ჰოლანდმა გოლიც გაიტანა, და ბოლოს ტრამვით გაუშვა, მეორე ტაიმი ვეღარ ითამაშა.
    ფანი [?]
    #6 18 მაისი 2020 12:43
    2
    ტოდიბოს მეტი შეუძლია და ეს ფირპო გადააშენონ
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #5 18 მაისი 2020 10:16
    5
    ფირპო მოგვაშოროს ნეტა.
    გულშემატკივარი [?]
    #4 18 მაისი 2020 09:28
    3
    ძაანაც კაი ტოდიბოს თუ არ შეისყიდიან.ჰაერივით გვეირდება ფიზიკურად ძლიერი ცენტრი
    ფანი [?]
    #3 18 მაისი 2020 08:58
    5
    ტოდიბოსგან კიდე შეიძლება კარგი ცენტრალური მცველი დადგეს, ფირპოსგან არაფერი არ გამოვა.
    ფანი [?]
    #2 18 მაისი 2020 01:33
    9
    ციტატა: M10 S9 D11
    ფირპო წაიყვანონ ტოდიბოს თავი დაანებონ

    ტოდიბოც კაი შლანგია...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 მაისი 2020 00:30
    3
    ფირპო წაიყვანონ ტოდიბოს თავი დაანებონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued