ცნობილი ანალიტიკური პორტალის, FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერის პროგნოზის მიხედვით, “ბარსელონას” მიერ სტუმრად “პარი სენ-ჟერმენის” დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შანსი 5% არის.
“ბარსამ” პსჟ-სთან პირველ მატჩში 1-4 წააგო და რა გასაკვირია, რომ განმეორებით შეხვედრაში კატალონიელების ტრიუმფის თითქმის აღარავის სჯერა.
“ბლაუგრანას” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 3-ბურთიანი სხვაობით მოგება, ხოლო მინიმუმ 4 გოლის გატანა მართებს. მაგალითად, “ბარსასთვის” მისაღები ანგარიშია 4-0, 5-2 და ა.შ.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “ბარსელონას” მოგება 42%-ით ფასდება, პსჟ-ის მოგება – 36%-ით, ფრე კი 23%-ით.
ანალიტიკური პორტალი, ასევე, “ბლაუგრანას” 1/2-ფინალში მოხვედრის შანსებს 3%-ით აფასებს, ფინალში – 2%-ით, ტიტულის მოგების შანსები კი 1%-ზე ნაკლებია.
ცნობისთვის, 2016/17 წლების სეზონში, როდესაც “ბარსამ” ისტორიული მატჩი ჩაატარა და პსჟ-ს 6-1 მოუგო, FiveThirthyEight-მა კატალონიელთა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები, პარიზელებთან 0-4 წაგების შემდეგ, მხოლოდ 7%-ით შეაფასა.
მადრიდული გუნდები როგორც რეალი ისევე ატლეტიკო ორივე იღბალაა
რა დაავადება არის ნეტა ?
გულის პრობელემები აქვს რაც ათხელებს სისხლძარღვებს
შენც ახალი ველოსიპედს იგონებ რა რომელიც უკვე გამოგონებულია
გასაგებია რო წლებია ასე ხდება მარა ყველაფერს ხოაქვს საზღვარი. უბეალოდ გამიჩნდა კითხვა რატო უნდა გულშემატკივრობდე ამათ ფეხბურთს ხო იმიტო ვუყურებთ რო სიამოვნებას ვიღებთ ამ სპორტიდან. ატლეტიკოს გულშემატკივარი სვარშიკების გარდა ვერ წარმომიდგენია ვინმე იყოს.
ეგ მეც არ მესმის ატლეს როგორ უნდა უბალეიშიკო
მე პირადად 1/4 ფინალში გასვლის შანსი მაქვს 0,5%.
მოგების შანსი უფრო მეტია, რადგან შეიძლება თავი არ გადაიდონ 1:4 შემდეგ და მინიმალური ანგარიშით მოვიგოთ, თუმცა ესეც მეეჭვება. მთავარია არ გავბანძდეთ და ბავარია 2 არ დაგვემართოს.
ის რომ გავარდნილები ვართ ცხადია, მაგრამ ეხლა იმაშია საქმე სულ რო არ გავპაზორდეთ, ჩემი აზრით ფრე სავსებით საკმარისი იქნება არშერცხვენისთვის, ნუ ერთი ბურთითაც რო მოვუგოთ ძალიან კარგი.