ლა ლიგის მე-13 ტური “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო გამოდგა. “ბარსას” მოგება, “რეალ მადრიდის” წაგება და კატალონიური კლუბი წინ 2 ქულითაა.
სუპერკომპიუტერად წოდებულმა სისტემა FiveThirtyEight-მა გასული ტურის შემდეგ პროგნოზები განაახლა და გამოჩნდა, რომ “ბარსელონა” ლა ლიგის მოგების გამოკვეთილი ფავორიტია.
ეს სისტემა გუნდების შესაძლებლობებს აფასებს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, ჩემპიონატის ყველა თამაშის შედეგის პროგნოზს აკეთებს, რაც საბოლოო პროგნოზსაც გულისხმობს.
FiveThirtyEight-ის შეფასებით “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს” თანაბარი დონის შეტევა აქვს, დაცვაში კი კატალონიური კლუბი კონკურენტს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს მოსაზრება შედეგებითაცაა განმტკიცებული. რა თქმა უნდა, შეტევაში მხოლოდ თავდამსხმელები და დაცვაში მხოლოდ მცველები არ იგულისხმებიან. საუბარია შემტევ და დაცვით მოქმედებებზე მთელი გუნდის მხრიდან.
FiveThirtyEight-ის პროგნოზით “ბარსელონა” ლა ლიგას 88 ქულით დაასრულებს, “რეალ მადრიდი” კი მას 5 ქულით ჩამორჩება. კატალონიელთა ბურთების შეფარდება +59 იქნება, მადრიდელთა კი +46.
“ბლაუგრანა” მიერ ლა ლიგის მოგების შანსი 63%-ით ფასდება, “ბლანკოსისა” კი მხოლოდ 35 პროცენტით. “ბარსა” ბოლო ტურამდეც ფავორიტი იყო, თუმცა მისი შანსი 50% იყო, ხოლო “რეალ მადრიდის” 47%.
წილისყრაში იღბლის ნაკლებობის მიუხედავად FiveThirtyEight “ბარსას” მთავარ ფავორიტად მიიჩნევს ევროპა ლიგაზეც. სუპერკომპიუტერის პროგნოზით 70% არის იმის შანსი, რომ “ბლაუგრანამ” “მანჩესტერ იუნაიტედის” ბარიერი დაძლიოს, 57% აქვს მეოთხედფინალში გასვლას, 44% ნახევარფინალში გასვლას, 33% ფინალში თამაშს და 23% ტურნირის მოგებას.
“ბარსელონას” შემდეგ ლონდონის “არსენალი” მოდის, რომლის მიერ ევროპა ლიგის მოგების შანსი 18%-ით ფასდება. შემდეგია “აიაქსი” 11%-ით.
რაის უნიონ ბაიერნი ?? 😁 ბაიერნთან შეხვედრის შანსი ამ სეზონში აღარ გაქვთ, რაც შეეხება ამ სტატიას, ამაზე უაზრობა არაფერია, ამ სუპერ კომპიუტერმა ვერცერთხელ ვერ გამოიცნო ლიგის ჩემპიონი, რაც თავი მახსოვს სულ სიტი, პსჟს ვარაუდობს, ჩემთვის ისედაც ლა ლიგის ფავორიტები იყვნენ, ბარსასთვის მეტისმეტია სამი წლის მანძილზე მშრალი სერია დიდ ტურნირებზე.
პსჟ ემ რო მოისროლოს ლიგიდან ბავარია მარტო შენ ჯინაზე მინდა 😀 ლეოს დიდი ხათრიც მაქვს მარა შეიხების გუნდი მეზიზღება. პროსტა აი ეს ქედმაღლობა რო შეგიმსუბუქდეს მთელი გულით ვუქომაგებ პსჟ ეს 😀 თან მინდა გამოჩნდეს რო ეს ბაიერნიც ზედმეტად გადაფასებულია და არც ისეთი ძლიერია როგორიც ფარჩაკი ბარსას და ინტერის ხარჯზე გამოჩნდა. მოგენატრებათ ლევანდოვსკი მნიშნველოვან თამაშებში 😀 ზუსტად მაგის არ ყოფნის გამო გამოგაგდეს 1/4 ფინალშიც მაშინ თორე რაის პსჟ
ლა ლიგის უდეგენერატესი წესების გამო არიან ეს გუნდები ასე დაუძლურებულები თორე პრემიერ ლიგას რო შევხედოთ ბრაიტონის, ნიუკასლისა და მსაგვსი საშუალო დონის გუნდები სიტიზე მეტს ხარჯავენ, შეიძლება ლალიგა გაბანძდა მარა როცა რეალის დონის კონკურენტი გყავს და ფავორიტად მოიაზრები ეგ უკვე საქილიკო ნაღდად არაა, ასევე ევროპა ლიგა ვეძახოთ და არსენალი – დღეს პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდია, პსვ და აიაქსი – ჰოლანდიის, იუვე და მანჩე – გრანდები, იუნიონ ბაიერნი და რომა – კერკეტი კაკლები და ა.შ., აი ყველა ისეთი გუნდია რო ვერაფერს ივარაუდებ, მარა ამათ შორისაც ფავორიტობა, ცუდი ნაღდად არაა. მართალია ყველას უნდა უჩლზე მარა რას ვიზამთ, წლევანდელი ევროპაც არაა ხელწამოსაკრავი.
ალბათ იუნიონ ბერლინი გინდოდათ დაგეწერათ. იუნიონ ბაიერნი არ არსებობს.
Barca for life,
რაის უნიონ ბაიერნი ?? 😁 ბაიერნთან შეხვედრის შანსი ამ სეზონში აღარ გაქვთ, რაც შეეხება ამ სტატიას, ამაზე უაზრობა არაფერია, ამ სუპერ კომპიუტერმა ვერცერთხელ ვერ გამოიცნო ლიგის ჩემპიონი, რაც თავი მახსოვს სულ სიტი, პსჟს ვარაუდობს, ჩემთვის ისედაც ლა ლიგის ფავორიტები იყვნენ, ბარსასთვის მეტისმეტია სამი წლის მანძილზე მშრალი სერია დიდ ტურნირებზე.
ლა ლიგის უდეგენერატესი წესების გამო არიან ეს გუნდები ასე დაუძლურებულები თორე პრემიერ ლიგას რო შევხედოთ ბრაიტონის, ნიუკასლისა და მსაგვსი საშუალო დონის გუნდები სიტიზე მეტს ხარჯავენ, შეიძლება ლალიგა გაბანძდა მარა როცა რეალის დონის კონკურენტი გყავს და ფავორიტად მოიაზრები ეგ უკვე საქილიკო ნაღდად არაა, ასევე ევროპა ლიგა ვეძახოთ და არსენალი – დღეს პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდია, პსვ და აიაქსი – ჰოლანდიის, იუვე და მანჩე – გრანდები, იუნიონ ბერლინი და რომა – კერკეტი კაკლები და ა.შ., აი ყველა ისეთი გუნდია რო ვერაფერს ივარაუდებ, მარა ამათ შორისაც ფავორიტობა, ცუდი ნაღდად არაა. მართალია ყველას უნდა უჩლზე მარა რას ვიზამთ, წლევანდელი ევროპაც არაა ხელწამოსაკრავი.
რაღა გვიჭირს თუ მანდ ვართ ფავორიტები, ევროპალიგა რომ სუსტი გუნდების ტურნირია ისედაც ვიცოდი და ლიგაზე მერვედფინალში ერთი ესპანური გუნდი რო იქნება ესე იმას ნიშნავს რო ლალიგაც მაგარი გაბანძებულია, ასე რომ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ორი სუსტი ტურნირის ფავორიტები ვართ
აუ დღეს ვიგებთ რა🥹 საჩემპიონო თამაში გვაქვს ოსასუნა ისეთ ფორაშია