workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შანსი 5% აქვს | FTE

“ბარსას” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შანსი 5% აქვს | FTE

ცნობილი ანალიტიკური პორტალის, FiveThirtyEight-ის სუპერკომპიუტერის პროგნოზის მიხედვით, “ბარსელონას” მიერ სტუმრად “პარი სენ-ჟერმენის” დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლის შანსი 5% არის.

“ბარსამ” პსჟ-სთან პირველ მატჩში 1-4 წააგო და რა გასაკვირია, რომ განმეორებით შეხვედრაში კატალონიელების ტრიუმფის თითქმის აღარავის სჯერა.

“ბლაუგრანას” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 3-ბურთიანი სხვაობით მოგება, ხოლო მინიმუმ 4 გოლის გატანა მართებს. მაგალითად, “ბარსასთვის” მისაღები ანგარიშია 4-0, 5-2 და ა.შ.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “ბარსელონას” მოგება 42%-ით ფასდება, პსჟ-ის მოგება – 36%-ით, ფრე კი 23%-ით.

ანალიტიკური პორტალი, ასევე, “ბლაუგრანას” 1/2-ფინალში მოხვედრის შანსებს 3%-ით აფასებს, ფინალში – 2%-ით, ტიტულის მოგების შანსები კი 1%-ზე ნაკლებია.

ცნობისთვის, 2016/17 წლების სეზონში, როდესაც “ბარსამ” ისტორიული მატჩი ჩაატარა და პსჟ-ს 6-1 მოუგო, FiveThirthyEight-მა კატალონიელთა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები, პარიზელებთან 0-4 წაგების შემდეგ, მხოლოდ 7%-ით შეაფასა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • M10 S9 D11
    schedule 01 მარ 2021, 11:39
    #20

    ფინალში გასვლა კი არა პარიზში მოგების შანსი 5%-ზე დაბალია რა ლიგის ფინალში გასვლა

  • El pistolero 9
    schedule 01 მარ 2021, 11:02
    #19

    არადა პოჩეტინოს არანაკლებ ძლიერი ტოტენჰემისთვის გასვლაზე 4-2 გვაქვს მოგებული.თან მაშინ გასვლაზე ვერ ვიგებდით თამაშებს და ახლა პირიქითაა.სტუმრად უკეთ ვთამაშობთ.არაფერია გამორიცხული

  • ბასქუ10
    schedule 01 მარ 2021, 09:40
    #18

    ეს თითქმის გამორიცხულია, ამ დაცვის ფონზე არ ვიცი რა სასწაული უნდა მოხდეს რომ ისევ დააქამბექონ ამჯერად გასვლაზე

  • პედრი 16
    schedule 01 მარ 2021, 08:04
    #17

    როგორ მინდა ის 5% გამოვიყენოთ და პესეჟე ვნახო მეორეთ დაქამბექებული 💜💜 კიდევ ერთი ისტორია დავწეროთ 💜💪💪

  • Bobi
    schedule 01 მარ 2021, 03:27
    #16

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Bobi
    როგორ მინდა რომ პესეჟე ამ მატჩს ზერელედ მიუდგეს და დიდი ძალები არ დახარჯოს 😨


    მაინც ვერ მოუგებენ ეს ფეხებ აკანკალებულები. თან ვალვერდე ხო არ ყავთ იგივე შეცდომა მესამედ დაუშვან. პროსტა ანგარიშია თან პაზორნი. თუ აქეთ დაგვასწრეს გოლი კიდე ამოტენიან ამ მენტალურად ჩმორებს. თასზე უნდა დადონ გული და სული იქნებ ერთი ტიტული მაინც წაიღონ


    ასეა ზუსტად, მოგების იმედი მეც ნაკლებად მაქვს ზუსტად ასეთი ხასიათის გამო პირველ რიგში. უბრალოდ ასეთი დაცვის პირობებში დი მარია ნეიმარი რომ დაემატებათ ალბათ 4-1 მონაგონი იქნება თავი რომ გაიგიჟონ. ამიტომაც ვიფიქრე ნეტავ ზერელედ მიუდგნენ თქო 😁💙❤️

  • Don_Andresito
    schedule 01 მარ 2021, 01:40
    #15

    ციტატა: Bobi
    როგორ მინდა რომ პესეჟე ამ მატჩს ზერელედ მიუდგეს და დიდი ძალები არ დახარჯოს 😨


    მაინც ვერ მოუგებენ ეს ფეხებ აკანკალებულები. თან ვალვერდე ხო არ ყავთ იგივე შეცდომა მესამედ დაუშვან. პროსტა ანგარიშია თან პაზორნი. თუ აქეთ დაგვასწრეს გოლი კიდე ამოტენიან ამ მენტალურად ჩმორებს. თასზე უნდა დადონ გული და სული იქნებ ერთი ტიტული მაინც წაიღონ

  • AF10
    schedule 01 მარ 2021, 01:08
    #14

    5-0. კიარა ნეტა 1-0 მოვიგოთ და ისე გამოვარდეთ უჩლდან :დდდ

  • Bobi
    schedule 01 მარ 2021, 01:07
    #13

    როგორ მინდა რომ პესეჟე ამ მატჩს ზერელედ მიუდგეს და დიდი ძალები არ დახარჯოს 😨

  • frenkie dejong21
    schedule 01 მარ 2021, 00:56
    #12

    რა იღბალა გუნდია ეს ატლეტიკო

  • me da barca
    schedule 01 მარ 2021, 00:52
    #11

    შემდეგ ეტაპზე გასვლას ვინ ჩივის, მთავარია არ გავნადგურდეთ. ფრე არ იქნება ურიგო, თუ მოვიგებთ მინიმალური ანგარიშით კიდე უკეთესი. ეს იმ შემთხვევაში თუ პსჟ 4:1 მოგებულის შემდეგ, ზერელედ მიუდგება ამ მატჩს და თავს არ მოიკლავენ.

  • nikusha
    schedule 01 მარ 2021, 00:45
    #10

    ციტატა: ჩავი
    nikusha,
    რა დაავადება არის ნეტა ?


    გულის პრობელემები აქვს რაც ათხელებს სისხლძარღვებს

    ციტატა: Lionel Messi – 10
    ფუ რა საზიზღარი კლუბია ატლეტიკო. ეხლა მაგათ მატჩს ვუტურებ და ნახევარი საათი ისე გავიდა არაფერი საერთოდ არაფერი შწუქმნიათ უკან დგას 11 კაცი უცებ 1 მომენტი ჩაწოდება და გოლი. მარა მთავარი ეგ კიარაა უბრალოდ არმესმის ამ გუნდის თამაშებს როგორ უნდა უყურებდე და სიამოვნებას იღებდე ?? მადრიდში რომ ცხოვრობ და ატლეტიკოს გულშემატკივრობ ეგ ჩემთვის როგორც ბარსას ფანისთვისაც კი ამოუხსნელია. კიდე ერთი დასტური იმისა რო მადრიდელები გამოსირ#ბულები არიან. (ყველას არ ეხება რათქმაუნდა)


    შენც ახალი ველოსიპედს იგონებ რა რომელიც უკვე გამოგონებულია

  • ჩავი
    schedule 01 მარ 2021, 00:35
    #9

    nikusha,
    რა დაავადება არის ნეტა ?

  • Giorgi99
    schedule 01 მარ 2021, 00:35
    #8

    უფრო 0.5

  • Always cule
    schedule 01 მარ 2021, 00:29
    #7

    5% კი არა საერთოდ არ გვაქვს შანსი

  • nikusha
    schedule 01 მარ 2021, 00:23
    #6

    ბარსას პსჟ-სთან უნდება ყველაფერი და არ გამიკვირდება არაფერი

    პ.ს. კუმანის ვიდეო როცა ვნახე სისხლი რომ წასკდა ცხვირიდან, ძალიან შემეცოდა ადამიანურად. ძაან საწყენია ასეთი რამ რომ სჭირს რონალდს, მე მედიკი ვარ და საკმაოდ რთულად დასამარცხებელი დაავადებაა თუ არა შეუძლებელი, ამას პირადი პროფესიიდან და გამოცდილებიდან ვამბობ. ამიტომ გამაგრდეს მინდა ჩვენი ლეგენდა. ყველას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მათ შორის მტერსაც, და გამონაკლისი არც ჩვენი ჰოლანდიელი სპეციალისტია. #ჯანმრთელობაუპირველესყოვლისა

  • Joakim Brodén
    schedule 01 მარ 2021, 00:23
    #5

    ციტატა: Zaqaria Davitashvili_2
    პსჟ ფრეზეც თანახმა იქნება მაგ თამაშში. თავს არ მოიკლავს შეტავაში წასვლით. შემდეგი წელის იმედად უნდა ვიყოთ ისევ


    დიახ, შემდეგი წელი ნამდვილად ჩვენი იქნება

  • Zaqaria Davitashvili_2
    schedule 01 მარ 2021, 00:22
    #4

    პსჟ ფრეზეც თანახმა იქნება მაგ თამაშში. თავს არ მოიკლავს შეტავაში წასვლით. შემდეგი წელის იმედად უნდა ვიყოთ ისევ

  • CuleTillIDie
    schedule 01 მარ 2021, 00:18
    #3

    ის 5 პროცენტიც არ იქნება, მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო. რაღა დაგვრჩენია, მაინც ვუგულშემატკივრებთ :დდ

  • Iniesta_8
    schedule 01 მარ 2021, 00:12
    #2

    5% ექნებოდა ძლიერ ბარსელონას სუსტ პსჟ-სთან. ახლა პირიქითაა. ასე რომ რაღაც სასწაული თუარ მოხდა მარტივად გავა პსჟ. ჩემთვის წარმოუდგენელია ნეიმარმა იკარდიმ და მბაპემ როგორ უნდა გაიტანონ 4ჯერ ნაკლები ვიდრე მესიმ დემბელემ და გრიზმანმა.

  • Joakim Brodén
    schedule 01 მარ 2021, 00:06
    #1

    არ აქვს, დაახლოებით იმავე ანგარიშით წავაგებთ როგორითაც კამპ ნოუზე, და 8-2 დაჯამდება ლამაზად