“ბარსელონა” ხვალ ლა ლიგაში მორიგ თამაშს ჩაატარებს. “კადისთან” ფრედ დასრულებული მატჩის (1-1) შემდეგ, რონალდ კუმანის გუნდისთვის “ელჩეს” დამარცხება და 3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება.
Tribuna ხვალინდელი შეხვედრის შემადგენლობის 3 სავარაუდო ვარიანტს წარმოგვიდგენს:
ვარიანტი 1

შემადგენლობა: ტერ შტეგენი – დესტი, პიკე, უმტიტი, ალბა – პიანიჩი, დე იონგი, პედრი – ტრინკაუ, მესი, დემბელე.
- “კადისთან” დაშვებული უხეში შეცდომის გამო, კლემან ლანგლემ “ელჩესთან” მატჩში, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს, მისი ადგილი კი სამუელ უმტიტიმ დაიკავოს.
- “სევილიასთან” მომდევნო მნიშვნელოვანი მატჩების გამო, კუმანმა, შესაძლოა, სერხიო ბუსკეტსის სასტარტოში დაყენებაზე უარი თქვას და მის ნაცვლად ძირითადში მირალემ პიანიჩი ვიხილოთ.
- ასევე, ივარაუდება, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი დასვენების საშუალებას მისცემს ანტუან გრიზმანსაც და არჩევანს ფრანსიშკუ ტრინკაუზე შეაჩერებს.
ვარიანტი 2

შემადგენლობა: ტერ შტეგენი – მინგესა, პიკე, ლანგლე, ალბა – ბუსკეტსი, დე იონგი, პუჩი – დემბელე, მესი, გრიზმანი.
- არაა გამორიცხული, რომ კუმანი ლანგლეს კიდევ ერთხელ ენდოს და ფრანგი მცველი “ელჩესთან” თამაშის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.
- თუ დესტი ჯერ 100%-ით მზად არაა, იგი დაცვის მარჯვენა ფლანგზე, შესაძლოა, ოსკარ მინგესამ შეცვალოს.
- პედრიმ, რომელიც რეგურალურად სასტარტოში თამაშობს, შესაძლოა, დაისვენოს და მის ადგილი რიკი პუჩმა დაიკავოს.
ვარიანტი 3

შემადგენლობა: ტერ შტეგენი – დესტი, მინგესა, პიკე, ფირპო – დე იონგი, პუჩი, პედრი – დემბელე, მესი, გრიზმანი.
- განვიხილოთ იმის ალბათობაც, რომ კუმანი ნახევარდაცვას პუჩი-დე იონგი-პედრის ტრიოს ანდობს.
- ლანგლესა და უმტიტის ბოლოდროინდელი არასახარბიელო თამაშოს გამო, დაცვის ცენტრში, შესაძლოა, მინგესა და პიკე ვიხილოთ, ფლანგებზე კი – დესტი და ჟუნიორ ფირპო. შემადგენლობის ეს ვარიანტი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა.
თამაში ხვალ თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
მე მგონი ჯობია სასტარტოში იყოს, უფრო მოწადინებული იქნება რომ წინა თამაშის შეცდომა გამოასწოროს
არცერთი.აღარ მინდა ამ დუეტის ლანგლეს და უმტიტის დანახვა მოედანზე.მაგათ ადგილზე პიკე და მინგესა და არაუხო დაბრუნების შემდეგ.მესამე ვარიანტში კი ფირპოს ყოფნა არ მომწონს.რაც შეეხება ნახევარმცველებს იმედია მოისაზრებს დღეს კუმანი რომ პედრი დაასვენოს და რიკი პუჩი იქნება თავიდანვე.აი პიანიჩს და ბუსკეცსს შორის რომელი ეგ უკვე რთული საკითხია.
ლანლგეს თამაშს მე პირადად ისევ მინგესას დაყენება მირჩევნია, აშკარად აქვს პოტენციალი და ამ არეულ და ჩავარდნილ სეზონში ბარემ გამოიწრთოს ბოლომდე, მერე არაუხოც დავრუნდება და ის შეუწყვილდება პიკეს
დესტი-პიკე-მინგეზა-ალბა
პუჩი-დე იონგი-პიანიჩი
ტრინკოა-მესი-დემბელე
ჩემი ნება რო იყოს განაცხადშიც არ შევიყვანდი სეზონის ბოლომდე ამ სახე ტრაკას ამას, მაინც ზარალია და ისევ მინგესამ მიიღოს ამის დრო სანამ არაუხო დაბრუნდება ან იმ მეორე ბალაყანამ იქნება მოგონდეს და ცოტა ფასი დაედოს, და მაინც უმტიტ შენი დედა ვატირე რო ამას ბარსას ძირითადის მცველი ქვია
ისე ამდენი ხნის შემდეგ ძლივს არის შესაძლებლობა რომ პიკე-უმტიტის დუეტი ვიხილოთ, ასე რომ მე მაინც მეორე ვარიანტს ავირჩევდი ოღონდ პედრიმ უნდა დაისვენოს ბოლოსდაბოლოს
ორივე ფრანგი გადაასკოჩეთ ერთმანეთს და გაატანეთ მდინარეს.
ლენგლე სათადარიგოზე კი არა სანაგვეზე ეს პედრი კიდე დაასვენოს ამოალაგა ფილტვები ბავშვმა არცერთი ვარიანტი არ ვარგა
დესტი პიკე მინგესა ალბა
პიანიჩი დე იონგი პუჩი
ტრინკაო მესი დემბელე