ელჩემ ბარსას გოლი ბოლოს 43 წლის წინ გაუტანა

ელჩემ ბარსას გოლი ბოლოს 43 წლის წინ გაუტანა

ხვალ, ლა ლიგის ეგიდით, კატალონიის “ბარსელონა” “ელჩეს” დაუპირისპირდება.

Sport-ის ინფორმაციით, ვალენსიურმა კლუბმა “ბარსას” კარი ბოლოს 1978 წლის 23 აპრილს აიღო. მას შემდეგ “ბლაუგრანამ” მეტოქეს 33 გოლი გაუტანა, თავად კი საპასუხო ბურთი არ მიუღია.

წყაროს ცნობით, 43 წლის წინ რინუს მიხელსის შეგირდებმა “ელჩე” 5-1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში “ლურჯ-ბროწეულისფერთაგან” გოლები ესტებან ვიგომ, დე ლა კრუსმა, რეშაკმა და ბიომ (2) გაიტანეს – სტუმართა რიგებიდან კი არგენტინელი მარსელო ტრობიანი გამოირჩა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

ბოლო შემთხვევა, როცა ვალენსიელებმა კატალონიელებს მოუგეს, 1974/75 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა “ელჩემ” მელენჩონის ერთადერთი გოლის წყალობით, ანგარიშით, 1-0 იმარჯვა.

2020/21 წლების ჩათვლით, “მწვანეზოლიანებს” პრიმერა დივიზიონში მხოლოდ 5 სეზონი აქვთ გატარებული (1984/85, 1988/89, 2013/14, 2014/15, 2020/21). შედეგად, თუ ამ დაპირისპირების საუკეთესო ბომბარდირებს ჩამოვთვლით, თაობათა შორის დიდი სხვაობას მივიღებთ.

ხულიო სალინასს ვალენსიელთა კარის ბადე 2-ჯერ შეურხევია, ხოლო ბერნდ შუსტერს, ჟერარდოს, არჩიბალდს, მარკოს ალონსოს, ალეშანკოს, ბაკეროსა და ამორს – თითოჯერ. უახლოეს წარსულს თუ გავითვალისწინებთ, “ელჩეს” წინააღმდეგ ლეო მესის 5 გოლი გაუტანია, ნეიმარს კი – 4. მათ ალექსის სანჩესი და პედრო 3-3 გოლით მოჰყვებიან, შემდეგ კი მოდიან მუნირი, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა, მატიე, სერჟი რობერტო, ადრიანო, პიკე, დე იონგი და რიკი პუჩი.

როგორც ვხედავთ, 5 გოლით ლიონელ მესი “ბარსელონა” – “ელჩეს” დუელის ბომბარდირია, ოთხშაბათს კი არგენტინელს საკუთარი შედეგის გაუმჯობესების საშუალება ექნება.

შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე, “კამპ ნოუზე” გაიმართება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • nika 54
    24 თებ 2021, 19:08

    რა პრობლემაა, დღეს გაიტანს.

  • Don_Andresito
    24 თებ 2021, 02:10

    ლენგლემ მე ვიყო დედამო..ლიო თუ ეგ რეკორდი არ ჩავამხოო, სხვანაირად გუნდის ისტორიაში ვერ შევალო, ანუ ყველაზე დუნდუკი მცველის სტატუსითაც ჯერ ვერ შედის, მატიე ბარტრა ჩიგრინსკი და სხვებიც აყენებენ პრეტენზიას, აგერ უმტიტი კიდე. მოკლედ ხვალ ორი ფრანგი მცველიდან ერთ ერთი ძირითადში და გოლი მზადაა, თუ ორივე იქნება დუეტში მაშინ 2 იც გავა. ეიბარიც ეგეთი სტატისტიკით მოდიოდა. ვუტანდით 3ს და არ ვუშვებდით მარა არაუხომ წაულეგლევა და გაატანინა, ბრაიტმა კიდე ჩემ დედასთან იაროს მთელმა ეიბარმა თუ გავიტანოო და პენალტიც კი გამაზა. მოკლედ საცოდაობაა, ლენგლე ბრაიტი ფირპო და სხვები ერთ გუნდში… სევილია სოსიედადი ვილიარეალიც კი არ გააჩერებდა ამათ

  • me da barca
    23 თებ 2021, 23:31

    რაც 43 წელი ვერ შეძლეს ეს შეუძლიათ ხვალ გააკეთონ, მთავარია მოინდომონ და სლენგლე-უმტიტი მზადაა, გაგატარებენ ჩვეულებრივად.

  • Bobi
    23 თებ 2021, 22:34

    ლანგლესთან არ უთამაშიათ ეტყობა 😆💙❤️

  • BEQA BARCA
    23 თებ 2021, 22:30

    ციტატა: M10 S9 D11
    რატო მიგრძნობს გული რო ხვალ ბარსას გაუტანს ელჩე?


    იმიტო რომ მთელ გუნდს ჩა***** აქვს! კადის რო ვერ მოუგებ ელჩე გაგიტანს აბა რას იზამს. სამწუხაროდდ!!😔😔

  • Iniesta_8
    23 თებ 2021, 22:29

    რაც რამე საამაყო გვქონდა ყველაფერი დაასრულეს ამ სეზონში. ასე რომ ხვალე ელჩე აუცილებლად გაიტანს. საკითხავია ესენი თუ გაიტანენ.

  • M10 S9 D11
    23 თებ 2021, 22:24

    რატო მიგრძნობს გული რო ხვალ ბარსას გაუტანს ელჩე?

  • C.PC5
    23 თებ 2021, 21:55

    დაგენიძლავებით ხვალ გაუშვებენ ელჩესგან გოლს, კაი ხანია არ მომხდარა და შესაბამისად კუმანი იზრუნებს მაგაზე😒