გადატვირთული კალენდარი – “ბარსა” 30 დღეში 9 მატჩს ჩაატარებს

გადატვირთული კალენდარი – “ბარსა” 30 დღეში 9 მატჩს ჩაატარებს

“ბარსელონასთვის” თებერვლის თვე და მარტის დასაწყისი ნამდვილად გადატვირთული იქნება – კატალონიელებს თითქმის ყოველ სამ დღეში მატჩის ჩატარება მოუწევთ.

საერთო ჯამში, “ლურჯ-ბროწეულისფერები” 7 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით 9 შეხვედრას ჩაატარებენ:

  • 7 თებერვალი – “ბეტისი” – “ბარსელონა” – ლა ლიგა
  • 10 თებერვალი – “სევილია” – “ბარსელონა” – ესპანეთის თასი
  • 13 თებერვალი – “ბარსელონა” – “ალავესი” – ლა ლიგა
  • 16 თებერვალი – “ბარსელონა” – “პარი სენ-ჟერმენი” – ჩემპიონთა ლიგა
  • 21 თებერვალი – “ბარსელონა” – “კადისი” – ლა ლიგა
  • 24 თებერვალი – “ბარსელონა” – “ელჩე” – ლა ლიგა
  • 28 თებერვალი – “სევილია” – “ბარსელონა” – ლა ლიგა
  • 3 მარტი – “ბარსელონა” – “სევილია” – ესპანეთის თასი
  • 7 მარტი – “ოსასუნა” – “ბარსელონა” – ლა ლიგა

22 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კი სანაკრებო პაუზა იქნება და ზოგიერთ მოთამაშეს დასვენების საშუალება მიეცემა. ამასთანავე, კლუბიდან უმეტესობას ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ, ამიტომაც რონალდ კუმანს როტაციებისთვის მიმართვა მართებს.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • me da barca
    schedule 05 თებ 2021, 22:49

    ტრინკაუ ნახეთ ლამბორჯინით დაქრის ტიპი
    . ბევრი მასზე უფრო მდიდარი და გამოცდილი ფეხბურთელი არ აძლევს თავს უფლებას ლამბოთი იროს. უფრო მეტი დრო ფეხბურთს დაუთმოს ჯობია, თორემ FIAT 300-ზე მოუწევს გადაჯდომა.

  • M10 S9 D11
    schedule 05 თებ 2021, 21:09

    როტაციასაც რო ვერ გააკეთებ ისეთი კალენდარია ძლივს დავიწყეთ ქულების აღება ლა ლიგაში და ეხლა მაგ ქულების დაკარგვა კატასტროფა იქნება