რაფაელ ნადალი მესის კონტრაქტზე: ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია

რაფაელ ნადალი მესის კონტრაქტზე: ჩემთვის ეს ყველაფერი გაუგებარია

ცნობილმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მადრიდულმა El Mundo-მ რამდენიმე დღის წინ არგენტინელის მიერ “ბლაუგრანასთან” 2017 წელს გაფორმებული ასტრონომიული კონტრაქტის დეტალები გაამჟღავნა, რამაც პრესაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ჩემთვის მესის კონტრაქტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მიზეზი გაუგებარია. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ლეო იღებს ხელფასს, რომლის გადასახდელადაც მისი კლუბი მზად იყო.

– ციტირებს ნადალის სიტყვებს Movistar+.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    04 თებ 2021, 00:51

    ამას ვიღა ეკითხება