workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცნობილია 2 ფეხბურთელი, რომლებიც ბარსას ლეგენდების გუნდში თბილისში ითამაშებენ

ცნობილია 2 ფეხბურთელი, რომლებიც ბარსას ლეგენდების გუნდში თბილისში ითამაშებენ

დღეს ცნობილი გახდა, რომ 16 მაისს “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრების ლეგენდები “ბარსელონას” ლეგენდებს დაუპირისპირდებიან.

კატალონიური კლუბის შემადგენლობაზე ჯერ ბევრი არაფერი ვიცით. როგორც წესი, “ბლაუგრანა” ლეგენდების გუნდში მოთამაშე ფეხბურთელების განაცხადს ნელ-ნელა ასახელებს ხოლმე. პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი მოთამაშეა ცნობილი – გაისკა მენდიეტა და ხავიერ სავიოლა.

“ბარსელონას” ლეგენდების გუნდში რამდენიმე ათეული ფეხბურთელია და სხვადასხვა მატჩებში სხვადასხვა მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას. მენდიეტასა და სავიოლას გარდა თბილისში შეიძლება ვიხილოთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ვიტორ ბაია, ჯანლუკა ძამბროტა, ჟულიანო ბელეტი, მიგელ ანხელ ნადალი, ერიკ აბიდალი, სერჟი ბარჟუანი, ფრანკ დე ბური, კარლეს პუიოლი, გაბრი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, დეკუ, ედმილსონი, რონალდინიო, ხრისტო სტოიჩკოვი, ხულიო სალინასი, ჰენრიკ ლარსკონი, ლუდოვიკ ჟიული, რივალდო, პატრიკ კლუივერტი, ტიერი ანრი, ბოიან კრკიჩი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 23 თებ 2025, 20:33
    #6

    ჩვენებიდან ვინ იქნება ვარსკვლავებში კალაძე?

  • Rick Sanchez
    schedule 22 თებ 2025, 22:17
    #5

    იმედია ბრაზილიელები უხვად ჩამოვლენ და ტიტიც.

  • BEQA1899
    schedule 22 თებ 2025, 11:14
    #4

    სავიოლას დედას შევ… მაგ ბოზ…

  • Jorkaeff
    schedule 22 თებ 2025, 05:51
    #3

    თბილისში შეიძლება ვიხილოთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან…

    შეიძლება ხოო…
    ტეხავს ბიჭო რასაც writ – ობ

  • JustBarcaLover
    schedule 21 თებ 2025, 21:00
    #2

    რა სტოიჩკოვი 60 წლისაა :დდ

  • riva
    schedule 21 თებ 2025, 20:30
    #1

    ადმინ სირცხვილია, პორნოსაიტს დაამსგავსეთ საიტი, შემოსვლა აღარ მინდა