წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 ივლისს მოხდა.
თამაშები
28 ივლისს “ბარსელონას” ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.
1938 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1987-1988) ლუის არაგონესი.
1966 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი მიგელ ანხელ ნადალი. 1991-1999 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 302 თამაში ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. ნადალმა კატალონიურ კლუბში 5 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 2 ესპანეთის თასი, 2 ევროპის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.
1982 წელი
“ბარსელონას” წინასასეზონო წარდგენას, რომელზეც ახალწვეული დიეგო მარადონაც იმყოფებოდა, “კამპ ნოუზე” 50 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.
1987 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი პედრო როდრიგესი. 2007-2016 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 324 თამაში ჩაატარა და 99 გოლი გაიტანა. პედრომ კატალონიურ კლუბში 6 ესპანეთის ჩემპიონატი, 4 ესპანეთის თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერ თასი და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
2000 წელი
“ბარსელონამ” “არსენალიდან” მარკ ოვერმარსი და ემანუელ პეტი 30 მილიონ ევროდ შეიძინა.
2004 წელი
გუნდიდან ლუის ენრიკესა და ფილიპ კოკუს წასვლის შემდეგ “ბარსელონას” კაპიტნად კარლეს პუიოლი დასახელდა.
2004 წელი კაი დრო იყო
პედროს მერე არაფერი გვღირსებია
კი რაფას ბიძიაა
ეს ნადალი ჩოგბურთელ ნადალის ბიძაა მე მგონი.