workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლას პალმასის” პრეზიდენტი: ყველას ჰგონია, რომ პედრი 5 მილიონად გავყიდეთ, მაგრამ…

“ლას პალმასის” პრეზიდენტი: ყველას ჰგონია, რომ პედრი 5 მილიონად გავყიდეთ, მაგრამ…

“ლას პალმასის” პრეზიდენტი მიგელ ანხელ რამირესი 18 წლის ამომავალი ვარსკვლავის, პედრის “ბარსელონაში” ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარს აკეთებს.

ცნობილია, რომ “ბლაუგრანამ” პედრი “ლას პალმასიდან” 5 მილიონ ევროდ დაიმატა, თუმცა, როგორც რამირესის განცხადებიდან ირკვევა, კატალონიელებს ესპანელი ტალანტი უფრო ძვირი დაუჯდათ.

ყველას ჰგონია, რომ “ბარსელონამ” პედრიში 5 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ უკვე 10 მილიონი მივიღეთ. ბონუსების წყალობით, ეს თანხა, შესაძლოა, 30-35 მილიონამდე გაიზარდოს.

ჩვენ გავყიდეთ ფეხბურთელი, რომელსაც პროფესიონალურ დონეზე არცერთი წუთი არ ჰქონდა ნათამაშები. იგი იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლებოდა. თუ ბოლოს 30-35 მილიონ ევროს მივიღებ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ პედრი კარგ ფასად გავყიდე. თუ “ბარსა” ესპანელს უფრო ძვირად გაყიდის, კლუბი ნახავს, თუმცა ამ ტრანსფერიდან წილს მივიღებთ.

“ბარსას” ფინანსური კრიზისი? სხვა კლუბის შემთხვევაში, შესაძლოა, რაღაცებში ეჭვი შემეტანა, მაგრამ კატალონიელები ფულს გადაიხდიან და ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებენ. “ბარსა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ამ პრობლემას გადაჭრის.

– ციტირებს რამირესის სიტყვებს Marca.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 03 თებ 2021, 02:43
    #6

    ყველამ ისწავლა გაყიდვაც და ყიდვაც ბარსას გარდა. ამის თავი და ბოლო ბართოა და ამის გამო კიდევ ერთხელ მოვიკითხავ მის ოჯახს დიდი სიყვარულით.

  • C.PC5
    schedule 02 თებ 2021, 23:11
    #5

    რაის ბომუსები?! არა ბაზარი არაა იმსახურებენ ასეთი ბიჭი რომ გვაჩუქეს მაგრამ აქამდე რატო არაფერი იყო ცნობილი მაგ ბონუსებზე?!

  • Bobi
    schedule 02 თებ 2021, 22:32
    #4

    ასეთი რა ბონუსებია 😁

  • El pistolero 9
    schedule 02 თებ 2021, 22:15
    #3

    სადაც კოუტინიოში 145 მივეცით ეს 35ულაპარაკოდ ღირს

  • M10 S9 D11
    schedule 02 თებ 2021, 21:55
    #2

    რა ბონუსებია კი მარა ამისთანა მარტო ჩვენ თუ ვაფორმებთ ასეთ სულელურ კონტრაქტებს

  • Albicelecte
    schedule 02 თებ 2021, 21:33
    #1

    ამ ბავშვს არავინ გაყიდოს და სავარაუდოდ, 35-36 წლის ასაკამდე დარჩება
    მოხარული ვიქნები, თუკი ინის გვერდით დაიკავებს ადგილს