“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, გუშინ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში კატალონიურ კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. “ბლაუგრანა” კი “ბილბაოსთან” დამარცხდა (2-3).
მესიმ მთელი მისი კარიერის განმავლობაში წითელი ბარათი მესამედ მიიღო, ახლა კი დანარჩენი შემთხვევებიც გავიხსენოთ:
2005 წლის 17 აგვისტო, დებიუტი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში
მესის დებიუტი არგენტინის ნაკრებში არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, “ალბისელესტეს” მაშინდელმა მწვრთნელმა, ხოსე პეკერმანმა ახალგაზრდა ლეო უნგრეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში შემოიყვანა, მესი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა 45 წამში კი მოედნიდან გააძევეს. ეს მომენტი ძალიან ჰგავდა გუშინდელ ინცინდენტს (ვილიალიბრესთან ორთაბრძოლა) მესი ამ შემთხვევაშიც მეტოქესთან ორთაბრძოლაში იმყოფებოდა ეს კი სახეში მოულოდნელი ჩარტყმით დასრულდა.
2019 წელი, გარი მედელის და მესის დაპირისპირება
კოპა ამერიკაზე მესამე ადგილისათვის არგენტინისა და ჩილეს ნაკრებების მატჩის 37-ე წუთზე გარი მედელი ლეო მესის ორჯერ მიზანმიმართულად შეეჯახა, მსაჯმა კი მიზეზების ძიების გარეშე ორივე გააძევა.
მესიზე ისე უხეშობენ და იმდენჯერ ბოჭავენ სხვადასხვა ილეთებით რო ყველა ღირსები არიან მიიღონ ერთი შემორტყმა მესისგან მაგრამ კიდევ მაგარი მოთმინება გააჩნია ამ ადამიანს
პირველი წითელი ბარათი რო მიიღო ბავშვი იყო ჯერ აი დანარჩენი ორი ორივე არასამართლიანი იყო ორივეჯერ მეტოქემ წამოაგო პროვიკაციაზე
გოგიბერიძე,
ხესუს ხილ მანსანო იყო მგონი😅😅
რაღაც ძალიან შინაური არაა მაგ ფერის ბარათი
მედელის შემთხვევასაც წააგავდა რაღაცით, ახვარი და პროვოკატორი გარი, რომელსაც გინდა კაცი დაუჩეხია მოედანზე და გინდა ცხელი ყავა დაულევია, სულ ერთია
მოკლედ გუნდი არის შესაცვლელი.კუმანიც არ ვარგა.
დემბელე-რაღაცას ცდილობს და ამწვავებს თამაშს მარა დიდი ვერაფერი
გრიზმანი-ხან კარგია ხან ცუდია.ვერ გაიგებ რა უნდა
მესი-აღარაა 19 წლის და ვეღარ ათრევს უკვე გუნდს
დე იონგი-ნათელი წერტილი გუნდში
პედრი-ნათელი წერტილი გუნდში
ბუსკეტსი-დაბერდა
ალბა-კიდევ ფსიქოლოგიური ტრამვა აქ და ზოგჯერ ეძინება
ლენგლე-ლენგლეა და მორჩა
არაუხო-ნათელი წერტილი გუნდში
დესტი-ნათელი წერტილი გუნდში
ტერ-შტეგენი ნათელი წერტილი გუნდში
ყოველთვის ასეა და სულაც არაა პირველი. ძლიერს ყოველთვის ერჩიან წურბელები და ცდილობენ როგორმე პროვილაციაზე წამოაგონ. ვერ შევცვლით ამას.
როდის ვიძახდი და თურმე მართალი ვყოფილვარ ეჰჰჰ არადა რამდენი მედავებოდა
ფაქტი იყო გუნდის ხერხემალი სხვა მოთამაშეები და მწვრთნელი იყო
ეს ჯერ კიდევ არგენტინის ნაკრებიდან გამოჩნდა
ისედაც არგენტინაში მარადონას უფრო მეტად აფასებდნენ ყოველთვის
მეორე წითელი რომ მიიღო ვუყურებდი ნერვები მომეშალა იმიტო რო სულ ტყუილად მიიღო😔😔
არბიტრების სახელებიც მიგეწერა გავიგებდით ვისზე გვეგინებინა