workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხი გვარდიოლა – ფეხბურთელი, რომელიც “ბარსამ” კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე საათში გააგდო

სერხი გვარდიოლა – ფეხბურთელი, რომელიც “ბარსამ” კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე საათში გააგდო

დღეს “ბარსელონა” დაუპირისპირდება “ვალიადოლიდს”, რომლის შემადგენლობაშიც სერხი გვარდიოლა თამაშობს, ამ ადამიანს კი “ბლაუგრანასთან” საინტერესო ისტორია აკავშირებს.

2015 წლის 29 დეკემბერს 24 წლის სერხი გვარდიოლამ, რომელსაც “ალკორკონთან” (გახსოვთ ეს გუნდი?) კონტრაქტი გაწყვეტილი ჰქონდა, ხელშეკრულება “ბარსა ბ-სთან” გააფორმა. იმ დროს კატალონიელთა სარეზერვო გუნდი მე-3 დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოდა და გვარდიოლას დახმარება ამისთვის სჭირდებოდა.

“ბარსელონამ” მანამდე უცნობ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა… რამდენიმე საათის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ კლუბმა გვარდიოლას ხელშეკრულება შეუწყვიტა.

როგორც გაირკვა, გვარდიოლა “რეალის” გულშემატკივრი იყო და თავისი სიმპათიების სოციალურ ქსელში დაფიქსირებას არ ერიდებოდა. ეს მისი Twitter-ის ძველი პოსტების შესწავლის შემდეგ გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, “რეალის” გულშემატკივრობის გამო ფეხბურთელს გუნდიდან არავინ გაუშვებდა, მაგრამ პრობლემა იმან შექმნა, რომ ძველ პოსტებში გვარდიოლა კატალონიას შეურაცხყოფას აყენებდა, ამას კი მას “ბარსელონაში” ვერ მოუთმენდნენ.

“ბარსელონადან” გაგდებულმა გვარდიოლამ რამდენიმე გუნდი მოიარა, 2019 წელს კი “ვალიადოლიდს” შეუერთდა. “ბლაუგრანას” გულშემატკივრებს თავი მან 2019 წლის აგვისტოში შეგვახსენა, როდესაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” 88-ე წუთზე გაიტანა და მადრიდის “რეალს” ქულები დააკარგვინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • M10 S9 D11
    schedule 22 დეკ 2020, 21:38
    #7

    და რა მერე რო რეალის გულშემატკივარი იყო ეგრე იაკოც და მოდრიჩის ბარსას გულშემატკივრები იყვნენ მარა კი თამაშობენ აგერ რეალში რა სისულელე გააკეთეს

  • Albicelecte
    schedule 22 დეკ 2020, 15:49
    #6

    "ბარსელონადან გაგდებული გვარდიოლა"
    ძალიან პროვოკაციულად ჟღერს smiley

  • სტუმარი dato
    schedule 22 დეკ 2020, 14:42
    #5

    Alien messi,
    რონალდო სად წაღე ს

  • BARCELONA FOREVER
    schedule 22 დეკ 2020, 13:39
    #4

    me da barca,
    რავიცი ყველა ბარსასთან გიჟდება და საშიშია ესეც :დ

  • Alien messi
    schedule 22 დეკ 2020, 13:35
    #3

    ეს არვიცი რას იზამს მაგრამ აი ნეი კი ვიცი რასაც იზამს პესეჟესთან თამაშისას ტიპი იმენა მეზიზღება მარა როცა ფეხბურთის ყურების მუღამზე მოვდივარ ყოველთვის მაგის ჰაილაითებს ვუყურებ არვიცი არაადამიანია ტიპი🙏🏻 უბრალოდ არ შეიძლება რო არ აფასებდე მიუხედავად ყველაფრისა ჩემთვის მესის შემდეგ საუკეთესოა რადგანაც რა ვქნა არ შემიძლია ზოგ ზოგი ერთებივით სტატისტიკებით ფეხბურთელის შეფასება უდიდესი ბედნიერებაა რო ერთ დროს ბალეშიკობ კლუბს რომლის შეტევაშიც დგანან მესი სუა ნეი სამი განსაკუთრებული და უბრალოდ არანორმალური ნიჭის პატრონი👑

  • me da barca
    schedule 22 დეკ 2020, 13:24
    #2

    ამისიც უნდა გვეშინოდეს?

  • AGU3RO
    schedule 22 დეკ 2020, 13:21
    #1

    საინტერესოა :დდ დღეს ჩაკეტავს არაუხო