ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “პარი სენ-ჟერმენს” დაუპირისპირდება. რაუნდი 2 მატჩად, თებერვალსა და მარტში გაიმართება.
შესაძლოა, რომ ფრანგული კლუბი “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” დაპირისპირებას დიდი დანაკლისით შეხვდეს.
გუშინ, “ლიონთან” მატჩის 96-ე წუთზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნეიმარ ჟუნიორი მძიმედ დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა პერიოდი გაუცდება ბრაზილიელს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის მოედანზე 3-4 თვე ვერ გამოვა.
როგორც ფრანგული პრესა წერს, ფეხბურთელი დამატებით შემოწმებებს დღეს გაივლის.
ასევე, ცნობილია, რომ “ბლაუგრანასთან” დაპირისპირებამდე გამოჯანმრთელებას ხუან ბერნატი ვერ მოასწრებს, რომელსაც მუხლის არეში, დაზიანება ჯვარედინა იოგზე აქვს.
მთავარია ვინ როგორ ფორმაში იქნება თებერვლისთვის
თუ დემბელე ხოდზე იყო და კოუტინიო დაილეწა, მაშინ წარმატების შანსი იზრდება