workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანდრო როსელი, ჟოზეპ მარია ბართომეუ და ნეიმარი სასამართლოს წინაშე წარდგებიან

სანდრო როსელი, ჟოზეპ მარია ბართომეუ და ნეიმარი სასამართლოს წინაშე წარდგებიან

El PAÍS Deportes-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტები – სანდრო როსელი და ჟოზეპ მარია ბართომეუ და ფეხბურთელი – ნეიმარ ჟუნიორი პოტენციური კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

წყაროს ცნობით, საქმე 2013 წელს განხორციელებულ ტრანსფერს ეხება – არსებობს სამხილი, რომ სანდრო როსელმა ბრაზილიელ ვარსკვლავთან წინასწარი შეთანხმება 2011 წელს, მის “ბარსაში” გადმოსვლამდე 2 წლით ადრე გააფორმა, რაც FIFA-ს წესებს ეწინააღმდეგება. ამის გამო ისინი, შესაძლოა, ციხეში მოხვდნენ.

რაც შეეხება ბართომეუს – ჯერჯერობით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მან ამ შეთანხმებაზე რამე იცოდა, ამიტომ, ამ მომენტისთვის, ჟოზეპს ციხე არ ემუქრება.

ამ საქმეზე გამოძიება ბრაზილიური კომპანიის DIS Esportes-ს სარჩელის შემდეგ დაიწყო, რომელსაც ნეიმარის უფლებების 40% ეკუთვნოდა, მაგრამ თავისი წილი არ მიუღია და მოტყუებული დარჩა, როცა “ბლაუგრანას” პრეზიდენტი როსელი იყო, ვიცეპრეზიდენტი კი – ბართომეუ.

ამასთან, ბრაზილიის პროფესიული სპორტული ასოციაციების ფედერაცია, რომელიც DIS-ს უერთდება, მიიჩნევს, რომ მათ სატრანსფერო უფლებების გარკვეული პროცენტი ეკუთვნოდათ, რომელიც დაირღვა.

პროკურატურა ნეიმარის €10 მილიონით დაჯარიმებასა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, როსელისთვის კი – ხუთწლიან პატიმრობას. ამასთან, პროკურატურა ნეიმარის მამის 2 წლით დაკავებას და დედის 1 წლით პატიმრობას ითხოვს, რადგან ტრანსფერში ისინიც მონაწილეობდნენ. ასევე, პროკურატურის დასკვნაში წერია, რომ ნეიმარის ოჯახის კომპანია – N&N – €1.4 მილიონით დააჯარიმონ. გარდა ამისა, მათ “ბარსელონას” €8.4 მილიონით დასჯა სურთ. ბართომეუს კი მხოლოდ DIS ადანაშაულებს და მისთვის 5-წლიან პატიმრობას ითხოვს. 

ამ საქმეს ბარსელონას სასამართლო “ნეიმარ 2-ს” უწოდებს, რადგან “ნეიმარ 1” უკვე დასრულდა და “ბარსამ” €5.5 მილიონი გადაიხადა. აღნიშნული საქმის ფარგლებში ორი პროკურორი გაასამართლეს, როსელსა და ბართომეუს კი პასუხისმგებლობა მოუხსნეს. 

როგორც El País იტყობინება, სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს დაიწყება და 7 სესიად გაიმართება. ბრალდებული პატიმრობის საფრთხის წინაშე არიან კორუფციისა და თაღლითობის გამო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 28 ივლ 2022, 00:20
    #10

    როსელის და ბართოს ოჯახები მოინახულა შიშველმა ჯეი ჯეი ოკოჩამ.

  • Agnostos
    schedule 27 ივლ 2022, 19:03
    #9

    თუ დეიონგი არწავა შეიძლება შტეგენის გაყიდვა მოუწიოსო ბარსას… კუნდე გაოფიციალურდება სადაცაა და მერე აზპიზე გადაერთვებიან.

  • getsby
    schedule 27 ივლ 2022, 18:55
    #8

    სიახლეები დადეთ რატო გაჩერდით.დ

  • katalomia
    schedule 27 ივლ 2022, 17:21
    #7

    ხალიფაც დაუმშვენებდა კარგად გვერდს

  • JasoN
    schedule 27 ივლ 2022, 17:03
    #6

    არცერთს არ დაიჭერენ და მითუმეტეს ნეიმარს. შეიხი ბიძა აამოქმედებს ფულის ტომარას და იყიდია მთლიან პროკურატურას და საკანონმდებლო ორგანოს და მაგით დამთავრდება ეს დავაც

  • Bakero
    schedule 27 ივლ 2022, 16:56
    #5

    კიდევ ჩვენ გვაქვს გადასახდელი ! ჩაყარეთ ციხეში ყველანი მიაყოლეთ ნეიმარიც rage ვაჰ ბიჭო ესენი ვინ არიან rage

  • EL MAESTRO 6
    schedule 27 ივლ 2022, 16:53
    #4

    მართლა დანაღმულიაქვთ გუნდი ტიპებს და როდის რა გამოჩნდება კაცმა არ იცის, მაგენი კი იმსახურებენ ციხეს მაგრამ ჩვენ გვადგება მერე ზარალი

  • nika 54
    schedule 27 ივლ 2022, 16:38
    #3

    ესე იგი რაც გუნდს დამართეს იმ ორმა საკმარისი არ არის და კიდევ ბარსელონამ უნდა იხადო ჯარიმები?

  • MSN G.O.A.T
    schedule 27 ივლ 2022, 16:26
    #2

    ეს აჩკარიკა თბილისში როიყო ჩამონ*რეული მაშინ უნდა გაგვეძუყნა

  • gio-rakitich
    schedule 27 ივლ 2022, 15:49
    #1

    ნეიმარს რო ციხეში ამოალპობ😂😂😂🙈🙈