“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ნეიმარ ჟუნიორი საინტერესო კომენტარს აკეთებს:
“ბარსაში” ტრანსფერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება? ყველაფერს მამაჩემი აგვარებდა, მე მოლაპარაკებებში ჩართული არ ვიყავი. ხელი იმას მოვაწერე, რაც მან მითხრა.
ბევრი ვარიანტი მქონდა, მაგრამ ბავშვობიდან ჩემი ოცნება ყოველთვის “ბარსელონაში” თამაში იყო. “რეალ მადრიდის” მხრიდან ინტერესი ნამდვილად არსებობდა, მაგრამ ბოლო მომენტში, გულმა “ბარსამდე” მიმიყვანა.
ოცნების ასახდენად, 2013 წელს, გადავწყვიტე, “სანტოსი” დამეტოვებინა და კატალონიაში წავსულიყავი.
ბრაზილიელი ვარსკვლავი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 2013-2017 წლებში ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 186 მატჩი, 105 გოლი, 76 ასისტი და ყველა შესაძლო ტიტულია.
პსჟ-ეც შენი ოცნება იყო?
მერე პსჟ-ზე გაგიჟდი ხო და შეიხების ფულზე გაგიწია გული.
tbilisi,
ვნახოთ მუნდიალზე რას იზამს. წინანდელივით თუ უნდა იკოტრიალოს კი დარჩება არშემდგარ ლეგენდად. აი ბრაზილია თუ ჩემპიონი გახდა და ამანაც კარგად ითამაშა მერე შეიცვლება ამისი როლი საფეხბურთო სამყაროში
მესი-სუა-ნეი ვერავინ და ვერაფერი შეცვლის ამ სამეულს ❤️
ეს რომ არ წასულიყო, ორი ლიგით მეტი გვექნებოდა და მინიმუმ ერთ ოქროს ბურთს გამოგლეჯავდა რონის უეჭველი
ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა როგორ არ უნდა მოიქცეს ფეხბურთელი და ფულის გულისთვის არ დაინგრიოს კარიერა. ამას არც ერთ ბრაზილიელზე ნაკლები კარიერა არ ექნებოდა, არც რონალდინიოზე და არც რონალდოზე, მაგრამ ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული არჩია. არადა პირველი მილიონის შოვნა ჭირს თორემ მერე რა მნიშვნელობა აქვს 260 000 000 გექნება თუ 360 000 000 ? მერე ხომ ყველაფერი მხოლოდ ციფრები ხდება? მაგრამ მემგონი არც მასე ყოფილა საქმე.
ეჰ ეს არ წასულიყო ასეთ დღეში არ ვიქნებოდით.