ინიაკი პენიას გასაოცარი სტატისტიკა

ინიაკი პენიას გასაოცარი სტატისტიკა

ინიაკი პენიას წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მეკარე ცივსისხლიანია და კარგი რეაქციის წყალობით მეტოქეზე ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც მარტივად იპოვებს.

"ბარსელონა ბ"-ს ბოლო მატჩში სწორედ მისი მოგერიებული პენალტის წყალობით ვერ შეძლო მეტოქემ თამაშში დაბრუნება. Sport-ის ინფორმაციით, 2019 წელს ჯამში მან ოთხი 11-მეტრიანი მოიგერია.

პენიასთვის ეს ახალი ამბავი არ არის. "ბარსელონამ" მეკარე "ვილიარეალიდან" შეიძინა მას შემდეგ, რაც არონას ტურნირზე ბრწყინვალედ ითამაშა. 14-წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში თამაშის დროს კი ცხრიდან 6 პენალტის მოგერიება შეძლო. ჰალენის თასზე პენიამ არაჩვეულებრივად იასპარეზა. თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში მან ორი მათგანი ზუსტად შეასრულა და გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ.

პირველი გუნდის მეკარეთა მწვრთნელი ხოსე რამონ დე ლა ფუენტე დარწმუნებულია პენიას შესაძლებლობებში და იმედოვნებს, რომ მისი დებიუტიც მალე შეგდება. წლევანდელ სეზონში პენია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ნეტუს ტრავმის შემდეგაც მას შესაძლებლობა არ ჰქონია თამაშში ჩართულიყო. თუმცა ახალგაზრდა მეკარე იმედს არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ პირველ გუნდში მისი დებიუტი მალე შეგდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 ოქტომბერი 2019 16:08
    0
    კარგი ბიჭია კოპაზე უნდა მიეცეს შანსი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued