2005 წელს “ბარსელონა” და “რეალი” ერთმანეთს ამომავალი ბრაზილიელი ვარსკვლავის, რობინიოს შესაძენად დაუპირისპირდნენ. კატალონიური კლუბი დამარცხდა, რის შემდეგაც ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მას რობინიო არ სჭირდებოდა, რადგან გუნდში 17 წლის ლეო მესი ჰყავდა.
იმ დროს მესის ტალანტის შესახებ უკვე ყველამ იცოდა, მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლეო ასეთ დონეს მიაღწევდა. რობინიო კი უკვე 21 წლის იყო და მას ნამდვილად დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ასე რომ, ლაპორტას სიტყვები გადაჭარბებად ჩაითვალა.
არადა, სწორედ იმ დროს მტკიცებოდა, რომ სატრანსფერო ბაზარზე ლაპორტას წარუმატებლობა “ბარსას” წარმატებას ნიშნავდა. 2003 წელს ჟოანმა დევიდ ბექჰემისთვის ბრძოლა “რეალთან” წააგო, რის გამოც მეორეხარისხოვან სამიზნეზე, რონალდინიოზე გადაერთო. როგორ შეიძლება ბექჰემს რამეს ვუწუნებდეთ, მაგრამ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მას “ბარსელონაში” ისეთი ეპოქა შეექმნა, როგორიც რონალდინიომ შექმნა.
ისე გამოვიდა, რომ ჟოან ლაპორტას ორმა წარუმატებლობამ “ბარსელონას” ისტორია გადაწერა. რონალდინიომ ბექჰემი აშკარად დაჩრდილა, მესიმ კი რობინიო…
Tribuna-მ მოიძია ინფორმაცია, თუ რას წერდნენ 2005 წელს, როდესაც რობინიო “რეალში” ახალი გადასული იყო, გულშემატკივრები ბრაზილიელისა და მესის შედარებაზე.
BigSoccer-ის ფორუმზე ამ ორი მოთამაშის შესადარებლად გახსნილი თემის კომენტარები:
laudrup
forcamadrid
astabooty
mak9
lizardking
აქედან 3 წელიწადში რობინიომ “რეალი” “მანჩესტერ სიტიზე” გაცვალა, რის მიზეზადაც “ოქროს ბურთის” მოგების სურვილი დასახელდა. იმ დროს, როდესაც მესი ახალ-ახალ მწვერვალებს იყოფდა, რობინიო თავისი ტალანტის გამოღვიძებას “გუანჩჟოუში”, “სივასპორსა” და “ბაშაქშეჰირში” ცდილობდა.
რაც შეეხება კერლონს – იმ დროს ის “კრუზეიროში” თამაშობდა, კარიერა კი 29 წლის ასაკში, სლოვაკეთში, ტრნავას “სპარტაკში” დაასრულა.
პელეს და მარადონას ვეღარ ადარებენ მესიმ ისე ჩაისვა ორივე და რობინიო არა ვინიციუსი კიდე 😀
მესიმ რობინიო ამოისვა ერთ ადგილას.
იგივე ხდება ახლაც – ნეიმარი ვერ დავიბრუნეთ, მაგრამ ანსუ გამოჩნდა!.. დანარჩენი, იმედია, ისტორია იქნება…
ეხლა შეადარეთ აბა რობინიო მესის რობინიო კი არა ვინმე შეადარეთ აბა