ბარსა თასზე “რასინგს” შეხვდება. დიდი ხანია ეს გუნდი ლა ლიგაში აღარ თამაშობს. წინა წლებში პაპუნაშვილის გამო ვადევნებდით თვალყურს, ახლა კიდევ გულიაშვილმა უნდა მოირგოს მათი ფორმა. დიდი ვერაფერი გუნდი იყო, დასამახსოვრებელიც ბევრი არაფერი, ორიათასიანების დასაწყისის “ანდერლეხტს” ჰგავდა, ბელგიელებს რაძინსკი-კოლერის დუეტი ჰყავდათ, “რასინგს” კიდევ ზიგიჩი-მუნიტისის.
თუმცა, არის ერთი მატჩი, რომელიც კარგად დამამახსოვრდა. იმ სეზონში გაიმართა ეს შეხვედრა, რომელიც ბარსას ბოლო 23 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდია. ვან გაალის ნაწვალებსა და ანტიჩის გადაბარებულზეა საუბარი. ჰოდა, ეს მატჩიც მაშინ შედგა, როცა რადომირმა გადაიბარა ბარსა და თითქოს რაღაცას დაამსგავსა, მაგრამ მაინც მაგარი არეულ-დარეული იყო ყველაფერი.
განსაკუთრებული კი იმის გამო შეიქნა, რომ ეს იყო ერთადერთი მატჩი ლა ლიგაში, როცა არგენტინულმა დუეტმა, რიკელმე – სავიოლამ, მთელი 90 წუთი გაატარეს ერთად მოედანზე.
როგორც იქნა მოიფიქრა
ბარსა სუპერ შემტევი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე. საყრდენ ზონაში მხოლოდ და მხოლოდ ჩავი ერნანდესი გაამწესეს. მის წინ თამაშობდნენ მენდიეტა, რიკელმე, ოვერმარსი, კლუივერტი და სავიოლა. როგორც იქნა, ანტიჩმა ქომაგთა რჩევა გაითვალისწინა და არგენტინელები ბოლომდე დატოვა მოედანზე. თითქოს თავზეხელაღებული ქმედებაა, თუმცა, გაამართლა ამ გაუგებარმა ტაქტიკამ. ბარსამ რამდენიმე წამში გახსნა ანგარიში, ხუან რომან რიკელმემ მოიხელთა ბურთი მოედნის ცენტრთან და პატრიკ კლუივერტი გადასარევი პასით გაიყვანა ერთი-ერთზე, ნიდერლანდელმაც შეაგდო.
მეშვიდე წუთისთვის ბარსა უკვე ორი ბურთით იგებდა, ხავიერ სავიოლამ ორი კაცი უსაქმოდ დატოვა მარჯვენა ფლანგზე. თავისი ნახევრიდან წაიღო ბურთი. ეს ის სეზონია, როცა ქომაგთა საყვარელ ფეხბურთელად იქცა, მასზე ამყარებდნენ მთავარ იმედებს, და ეს ის მატჩია, როცა ბოლომდე გაამართლა. მიიტანა ბურთი მეტოქის საჯარიმომდე, საპირისპირო ფლანგზე რიკელმეს გადააწოდა, მანაც თავისი პაუზდებით ორი კაცი მოიცილა და ზუსტი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა. ესე იგი, სულ რაღაც შვიდ წუთში რიკელმეს ანგარიშზე საგოლე პასი და გოლი იყო.
29-ე წუთისთვის ბარსა “რასინგს” ანადგურებდა. ამ მატჩში კიდევ უბრალო გოლები არ გადიოდა, თუ გადიოდა მხოლოდ ლამაზად. პატრიკმა დუბლი შეასრულა. რაითსიგერმა უშნოდ ჩააწოდა, მაგრამ პატრიკმა ძალიან ლამაზად დაამუშავა და მიწაზე დაუშვებლად დასცხო – ესეც სამით ნული.
მერე კიდევ ერთობოდნენ არგენტინელები, აწიოკებდა სავიოლა “რასინგის” დაცვას და ცეკვავდა რიკელმეც მეტოქის ნახევარზე, თავისი ნელი და ზანტი, ამავე დროს გრაციოზული და მაინც უცხოდ ლამაზი მოძრაობებით. ასეთი კარგი ტაიმი იმ “ბარსელონას” 2002/03 წლების სეზონში არ ჰქონია. გაიხარა კიდეც ხალხმა. თითქოს რაღაც იმედიც გაჩნდა, პასუხიც გამოჩნდა, მიეცით რა არგენტინელებს დრო და აუცილებლად გამოვა რაიმე. საბოლოოდ ვიცით, რომ არ მისცეს. და კიდევ კარგი, თორემ, რონალდინიო-ეტო’ოს დუეტს, რიკელმე – სავიოლა ნამდვილად ვერ აჯობებდა, თუმცა, ჰქონდა მაინც თავისი ხიბლი.
ეგ როგორ…
მეორე ტაიმის დასაწყისში ხავი გერერომ ერთი ბურთი გაქვითა. ეს ალბათ ამ მატჩის საუკეთესო გოლი იყო. შორი მანძილიდან პირდაპირ ცხრიანში დააჭედა. ბონანოს შანსი არ ჰქონია, ან როდის ჰქონია საერთოდ? ტაშიც დაიმსახურა, ნამდვილად მაგარი გოლი იყო. მერე კიდევ სავიოლა ცდილობდა თავისი გოლის გატანას, მაგრამ არა და არ გამოუვიდა. ყველაფერს ახერხებდა გოლის შეგდების გარდა. და გაგრძელდა ეს მცდელობები იქამდე სანამ საგოლე პასამდე არ მივიდა, ისევ წამოიკიდა “რასინგის” მცველები, კარგი პასიც გაუგორა მარკ ოვერმარსს და ამანაც გემრიელად შეაგდო ბურთი მეტოქის კარში. გაუხარდებოდა ყველას ლუის ენრიკეს გარდა, ეს ის სეზონია, როცა ერთ-ერთ ვარჯიშზე ლუის ენრიკემ მარკ ოვერმარსს კინაღამ თავი მოაგლიჯა, გაეცალა ნიდერლანდელი აფთარივით, მარკსაც აფთარივით მახინჯი ტანი ჰქონდა, და მოკლე ფეხები, ეგეც ეგრე ხითხითებდა, ლუის ენრიკე კიდევ ლომივით მისდევდა და როგორც იქნა გააკავეს.
სავიოლამ მეორე საგოლე პასი მიითვალა და ისევ რიკელმეს ჯერი მოვიდა. ამჯერად რიკელმემ უპასა აფთარს, ემჯერად ის გაიყვანა ერთი-ერთზე და ოვერმარსმა მეორე გოლიც შეაგდო. ესეც ლამაზად, კარგად გადაავლო ბურთი მეკარეს. არგენტინული საღამო გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდელებმა შეაგდეს 2-2 გოლი, თან, როდის იყო არგენტინელებსა და ნიდერლანდელებს კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ? სულ პირიქით, რამდენსაც გინდა იმდენ მტრობას გაიხსენებ, 70-იანებში, 90-იანებში, 20-იანებში, სულ ფიზიკური ამბებია, გაწევ-გამოწევა, ორტეგას შუბლი, ვან დაიკის “გულმკერდი”, რიკელმეს “ჩებურაშკასავით” ყურები და ვან გაალის თითის ქნევა, “კემირა ვოვო? აპაჩა… აპაჩა ვოვო” თუ რაღაც ამის მსგავსი რასაც მესი ჩხავის გასახდელის გზაზე. ჰოდა, არ გამოვიდოდა ეს ამბავი.
მატჩის ბოლოს სავიოლაზე თამაშის წესები დაირღვა, აჰა, მიიღო თავისი შანსი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, თავად მოიპოვა და თავადვე უნდა შეასრულოს, ვინ თუ არა მან, დაიმსახურა გოლი ამ შეხვედრაში, მაგრამ მოდის გაისკა მენდიეტა და ბურთს ართმევს, ეხვეწება სავიოლა, ყელზე ჩქმეტით და მუდარით, მაგრამ არ თმობს გაისკა, რომელიც რიკელმესი არ იყოს მაგრად იტანჯა “ბარსელონაში”. დებს ბურთს და გააქვს გოლი.
ექვსით ერთი.
გამოვიდოდა ამ გუნდისგან რაიმე? არა, რა თქმა უნდა, არაფერიც არ გამოვიდოდა, და არც გამოსულა.
მარტივად გავივლით
ვიდეო დევს ხელმოწერის მაისური გადასცა ლაპორტამ 2 ნომერი.
რეგისტრაციას ელოდებიან ალბათ
რა ჭირს ამ გვერდს გუშინ კანსელო დაიმატა გუნდმა და დღესაც არ გიდევთ ინფო რახდება???
როგორ შემეცოდა ალონსო.. რაღაცას ცდილობდა მარა ისე დაა*ვა მბაპემ, ძალიან სევდიანი კადრია ეგ , იგივე ხავის ვინ გაუბედავდა მაგას ბარსაში ? ნეიმარი რო აპადლეცა, იგივეს უზამდა მბაპეს…
ახლოს რომ მისულიყო და ყურში ეთქვა, სურვილი არ გვაქვსო კიდე მესმის მარა იმენა ხელების ქნევა დაუწყო სახალხოდ, მაგრად ტეხავს.
მგონია რო მაგრად ინანებენ, არ არის რეალურად ცუდი მწვრგნელი , უფრო გუნდი არ უჯერებს , ძალიან ბევრი ეგოა ერთად თავმოყრილი , მბაპე რომ უფორმოდ თამაშობდა, აიგნორებდა სასტავი, ბელინგემი ზედ არ უყურებდა, წელს ვინი დაიკიდეს , როდრიგოც კი ანამიოკებდა მბაპეს კარგად ვუგებო … მოკლედ რავი, მაგრად კი მკიდია რა მოხდება და ხდება რეალში, პროსტა მადრიდელი ფეხბურთელი/მწვრთნელი პირველად შემეცოდა …
კომენტარებით უფრო ვგებულობ ახალ ინფორმაციას ვიდრე პოსტებით რა ჭირს ამ საიტს
კანსელო დაბრუნდა, სამედიცინოც გაიარა და აქ არანაირი ინფორმაცია არ დევს.
სიახლეებს რატო არ დებთ პახმელიაზე ხართ?