“ბარსელონას” ყოფილი დირექტორი ხავიერ ბორდასი Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას 2019 წელს ურუგვაელი შემტევის, ლუის სუარესის შემცვლელად მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელის, ალვარო მორატას შეძენა სურდა.
ბოლო წლებში ვფიქრობდი, რომ სუარესს შეცვლა სჭირდებოდა. არ მოიძებნებოდი ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც მისი შეცვლა შეეძლოთ, რადგან ლუის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
კარგი ვარიანტი იყო მორატა, რომელსაც “ჩელსის” დატოვება უნდოდა. ბართომეუს ამის შესახებ ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ალვარო ძალიან მოსწონდა. მორატაზე შევიტყვე, რომ მისი იჯარით აყვანა შესაძლებელი იყო. თუმცა, ტექნიკურმა დირექტორებმა მასზე უარი თქვეს, სანაცვლოდ კი კევინ-პრინს ბოატენგი მოვიდა.
კიდევ ბევრი მოთამაშის შეძენა მინდოდა – ერლინგ ჰოლანდის, ფერან ტორესისა და დანი ოლმოსი.
ერთხელ კლუბს ტიბო კურტუას შეძენა შევთავაზე, რაზეც სანდრო როსელს (ყოფილი პრეზიდენტი) გავესაუბრე. მან მითხრა, რომ, თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო, გააკეთებდა. კურტუას დამატება შეგვეძლო, თუმცა, ანდონი სუბისარეტამ (ყოფილი დირექტორი) მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იყიდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
ბორდასმა ასევე საინტერესო კომენტარი გააკეთა ლიონელ მესიზე. კლუბის ყოფილმა დირექტორმა კილიან მბაპეს, ერლინგ ჰოლანდისა და ნეიმარის შესახებაც ისაუბრა.
კიდე კაი არავინ დაუჯერა ამას რა მორატა და კურტუა ხომ არ ჩამოცხო
Droze ra morches sanakrebo pauza amovida yelshi
ხალხო ვაბშე რა ისმის არაუხოს ტრავმაზე შეგიძლიათ ერთი-ორი სიტყვა მითხრათ თუ იცით?
სუბიიიი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის❤❤და იმისთვის რო დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გვაჩუქე
ამათ საერთოდ ფეხბურთზე მსჯელობაც უნდა აუკრძალო კაცმა. მორატა და კურტუაო და ბოატენგიო.