“ლას პალმასის” დამრიგებელი პეპე მელი იხსენებს, რომ როდესაც პედრი მის გუნდში თამაშობდა, ფეხბურთელის შეძენა მადრიდის “რეალს” შესთავაზა.
“პედრის შესახებ “რეალს” ვესაუბრე, თუმცა უფრო გაბედული “ბარსელონა” აღმოჩნდა. კატალონიელებმა ფეხბურთელი შეიძინეს და ახლა ამით სიამოვნებას იღებენ.
პედრი ნამდვილი ტალანტია. ჩემს გუნდში მას დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. თუ მას საშუალება მისცემ, ძალიან დიდ პროგრესს განიცდის.
დარწმუნებული ვარ, ვარსკვლავების გარემოცვაში ის კიდევ უფრო გაიზრდება.” – ციტირებს პეპე მელის სიტყვებს Onda Cero.
ცნობილია, რომ პედრი “რეალში” სინჯებზე 2018 წლის თებერვალში იმყოფებოდა, მაგრამ მან საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ცუდი ამინდის გამო ვერ მოახერხა. “ბარსელონამ” ის 2019 წლის სექტემბერში 5 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთი წლით “ლას პალმასში” დატოვა. მიმდინარე სეზონში პედრი გუნდის ერთ-ერთი ნათელი წერტილია, 17 წლის ასაკში.
ჯერ ბარსას უნდა შესთავაზო შე ქინძო.
მგონი ბართომეუს შტაბის ყველაზე კარგი ტრანსფერია.შტეგო სუა და რაკეტა სუბისარეტას მოყვანილია.თან 5მილიონად.ფაქტობრივად უფასოდ გვყავს გაფორმებული და რო ვფიქრობ პროგრესს თუ გააგრძელებს რამდენის მიღწევა შეუძლია ჟრუანტელი მივლის.17წლის ღლაპია და რა კლასნად თამაშობს ეს რო დაღვინდება საერთოდ ბრდღვნა იქნება.წარმატებები პედრიტო
რეალმა პერსპექტივა იოვიჩში დაინახა სამაგიეროდ:)))