workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელებმა დასვენების დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშეს

ფეხბურთელებმა დასვენების დღეს ინდივიდუალურად ივარჯიშეს

“ბარსელონას” ფეხბურთელებს დღეს, ხუთშაბათს, დასვენების დღე აქვთ. გუნდს თავისუფალი დღე ორი კვირის განმავლობაში არ ჰქონია. სანაკრებო პაუზის შემდეგ ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბში 8 ოქტომბერს დაბრუნდა და მას შემდეგ უწყვეტად ვარჯიშობდა და თამაშობდა.

ერთდღიანი დასვენების შემდეგ “ბარსელონა” ვარჯიშს პარასკევს, თბილისის დროით 13:00 საათზე განაახლებს და კვირას “რეალ მადრიდთან” გასამართი კლასიკოსთვის მზადებას გააგრძელებს.

მიუხედავად დასვენების დღისა, “სიუტატ ესპორტივაზე” საკუთარი სურვილით მივიდნენ ლამინ იამალი, ფერმინ ლოპესი, პედრი გონსალესი, ჩავი ესპარტი, ჟერარ მარტინი და ვოიცეხ შჩესნი.

სავარჯიშო ბაზაზე იმყოფებოდნენ ტრავმირებული ფეხბურთელებიც: ჟიულ კუნდე, დანი ოლმო, ერიკ გარსია, ანდრეას კრისტენსენი და რუნი ბარდჯი, რომლებმაც აღდგენითი პროცესი გააგრძელეს.

ამ ხუთეულიდან ბოლო ოთხი ფეხბურთელი “რეალ მადრიდთან” ვერ ითამაშებს, თუმცა კუნდე ცდილობს, მარცხენა კოჭის ტრავმა დროულად მოიშუშოს და სულ მცირე, მატჩის განაცხადში მაინც მოხვდეს.

სანაკრებო პაუზის შემდეგ “ბარსელონას” დატვირთული კალენდარი ჰქონდა. თავდაპირველად გუნდმა “ხეტაფესთან” მატჩისთვის დაიწყო მზადება, რომელიც 3-0 მოიგო. შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებმა კვირას ივარჯიშეს, ორშაბათს კი სტამბოლში გაემგზავრნენ, სადაც სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “გალათასარაის” 4-1 მოუგეს.

ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს, ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელებმა სავარჯიშო ბაზის დარბაზში ივარჯიშეს. ხუთშაბათსა და პარასკევს ვარჯიშები განაგრძეს, პარასკევს საღამოს კი სევილიაში გაემგზავრნენ, სადაც მანუელ პელეგრინის “ბეტისი” 5-2 დაამარცხეს.

“ბარსელონამ” იმავე ღამეს დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან ქალაქში ჭექა-ქუხილის გამო ფრენა ვერ შესრულდა. გუნდს ღამის გათევა სევილიაში მოუწია და ბარსელონის აეროპორტში მხოლოდ კვირას, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაეშვა.

ორშაბათს “ბარსელონა” კვლავ გაემგზავრა, ამჯერად პარიზში, სადაც ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პსჟ-ს დაუპირისპირდა. ფრანგულ გუნდთან 2-4 მარცხის შემდეგ კატალონიელები იმავე ღამეს ბარსელონაში დაბრუნდნენ.

ოთხშაბათს ფეხბურთელებმა, რომლებსაც ყველაზე დიდი სათამაშო დატვირთვა ჰქონდათ, დარბაზში ივარჯიშეს, დანარჩენებმა კი მოედანზე იმუშავეს. ამ ვარჯიშით “ბარსელონამ” კვირას, “სპოტიფაი კამპ ნოუზე”, “რეალ მადრიდთან” გასამართი კლასიკოსთვის მზადება დაიწყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი