workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო დღეების 4 შეუმჩნეველი პოზიტივი

ბოლო დღეების 4 შეუმჩნეველი პოზიტივი

მესის ღიმილი

ეჭვგარეშეა, რომ არგენტინელს ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომა გაუხარდა. რომ არა სეზონის დასაწყისში მისი ინტერვიუ, შესაძლოა, უნდობლობის მოძრაობისთვის საკმარისი ხელმოწერა არც შეგროვებულიყო. 

სეზონის მიმდინარეობისას მის ხასიათში მცირე უკმაყოფილებას ალბათ ვამჩნევდით, მაგრამ ახლა ის თამაშზე სრულად კონცენტრირებული და რაც მთავარია ბედნიერი ჩანს.

blog_image

კარგ ფორმაში მყოფი პედრი

პედრიმ მასზე არსებულ ზეწოლასა და წნეხს, თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაუძლო.

17 წლის ფეხბურთელს გულშემატკივრები მომავალ ანდრეს ინიესტასაც უწოდებენ და რიკი პუჩიზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

“იუვენტუსთან” პედრის ნაჩვენები პერფორმანსი მიმდინარე სეზონში მისთვის საუკეთესო იყო.

უსმან დემბელეს გამონათება

სტაბილურობა არის სწორედ ის, რაც ახლა დემბელეს ყველაზე მეტად სჭირდება. “ბებერ ქალბატონთან” მისი ყურებისას 2018 წლის უსმანი გაგვახსენდა, რომელმაც “ტოტენჰემის” დაცვას ერთი ამოსუნთქვით ჩაუქროლა და “დეზებს” ულამაზესი სოლო-გოლი გაუტანა.

ახალწვეულების შთამბეჭდავი თამაში

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სატრანსფერო ფანჯრით გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩენენ, რისი მიზეზიც ლუის სუარესის წასვლა გახლდათ, მაინც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამჟამად ახალწვეულები კარგად გამოიყურებიან.

სერჟინიო დესტმა კარგად შეცვალა ნელსონ სემედუ და ჟორდი ალბაც კი. მირალემ პიანიჩი ნახევარდაცვაში ფრენკი დე იონგისთვის შესაფერისი მეწყვილეა. რაც შეეხება ტრინკაუს, ის სათადარიგოთა სკამიდან შესანიშნავად შემოდის და თან სრული პოტენციალი ჯერ არ გამოუმჟღავნებია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Barca_MNS
    schedule 30 ოქტ 2020, 11:40
    #6

    იმედია ტრინკაოსაც მიეცემა დრო

  • Wtf man
    schedule 30 ოქტ 2020, 10:17
    #5

    მაგარი ახალგაზრდობა გვეზრდება პროსტა ამ გრიზმანის მაგივრად ზამთარში უნდა იყიდონ დეპაი და მერე მოგვარდება ყველაფერი. პედრის კიდე მეტი სათამაშო დრო უნდა მისცენ. კოუმ და მაგან უნდა გაიყონ დრო. დემბელემ თუ ესე გააგრძელა და ტრავმა არ მიიღო აუცილებლად ძირითადის კაცი უნდა იყოს

  • El Guaje
    schedule 30 ოქტ 2020, 01:51
    #4

    აუ რა ეს პიანიჩი თავის დროზე უნდა გვვეყიდა პაულინიოებშუ და ვიდალებში რომ ხარჯავდნენ ფულებს -_-

  • Barca1899
    schedule 30 ოქტ 2020, 00:34
    #3

    ადვილი შესამჩნევია,რომ მესი და დემბელე ერთმანეთს კარგად უგებენ. სტაბილურობა დემბელეს და იდეალური იქნება. ერთ მომენტში ინიესტა მესის გათამაშება გამახსენდა😶საჯარიმოსთან რომ მიაბეს 4 პასი და მესი მერე ვეღარ შეძვრა. ნუ ასეათუისეა მესისაც მოსწონს როგორც ეტყობა დემბელე.

  • ნიკა ჯაფარიძე
    schedule 30 ოქტ 2020, 00:15
    #2

    მე ვთვლი რომ გრიზმანმა ცუდი თამაში არ გვაჩვენა ამ კაცს მე ვფიქრობ ახლა ყველაზე მეტად გამხნევება და თავის თავში რაღაც ისეთი პოვნა ჭირდება რომ თავდაჯერება შემატოს და ნახეთ აგერ თუ მაგრად არ გამოგვადგება

  • Dimitri359
    schedule 29 ოქტ 2020, 23:56
    #1

    ტრინკაოს მოსვლა ძალიან დადებითია, იმედია დემბელესაც მეტი მოტივაცია ექნება კონკურენციის ფონზე