დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ამხანაგური schedule 18:30

ბაზელი

ბაზელი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მალუდა 43'sports_soccer ოლაიგბე 43'sports_soccer
ადეიემი 34'sports_soccer აბდელკარიმი 50'sports_soccer იამალი 81'sports_soccer ბისივუ 89'sports_soccer ბისივუ 90+1'sports_soccer
მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი – რა ხდის კუმანის გუნდს განსაკუთრებულს

მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი – რა ხდის კუმანის გუნდს განსაკუთრებულს

“ბარსელონას” დამრიგებელი რონალდ კუმანი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც მან ასისტენტებად ჰენრიკ ლარსონი და ალფრედ შროიდერი შეარჩია.

“ჰენრიკ ლარსონს ძალიან კარგად ვიცნობდი, რადგან მასთან ერთად “ფეიენორდში” 2 წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ჩვენ ურთიერთობას ამის შემდეგაც ვინარჩუნებდით. ყოველდღიური კონტაქტი არ გვქონია, მაგრამ ურთიერთობა გვქონდა, მე კი “ბარსელონაში” ასისტენტად თავდამსხმელს ვეძებდი, რომელსაც ამ გნუდში ნათამაშები ჰქონდა.

ალფრედ შროიდერზე კარგი წარმოდგენა მქონდა. ის “აიაქსში” მწვრთნელის ასისტენტი იყო, რის შემდეგაც “ჰოფენჰაიმს” წვრთნიდა.

მე მცველი ვიყავი, შროიდერი ნახევარმცველი, ლარსონი თავდამსხმელი და ჩვენს გუნდში ყველა პოზიციის წარმომადგენელი გვყავს. ლარსონის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია თავდამსხმელებისთვის თავისი გამოცდილების გაზიარებაა. მე მათ ვენდობი. ამ ადამიანებს ვიცნობ და ეს მნიშვნელოვანია.” – განაცხადა კუმანმა Barca TV-სთან საუბრისას.

ჰენრიკ ლარსონს ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში “ბარსელონაში” თამაშის გამოცდილებაც აქვს (2004-2006). ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ ის ხან მთავარი მწვრთნელი იყო, ხანაც ასისტენტი. ბოლოს, “ბარსელონაში” წამოსვლამდე, ის “ჰელსინგბორგს” წვრთნიდა.

ალფრედ შროიდერმა მთელი საფეხბურთო კარიერა ნიდერლანდებში გაატარა. მწვრთნელობა მან 2009 წელს დაიწყო. არსებობს მოსაზრება, რომ 2018/19 წლების სეზონში “აიაქსის” წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი შროიდერი იყო. ამის შემდეგ ის გერმანული “ჰოფენჰაიმის” მთავარი მწვრთნელი გახდა, სადაც ადრე მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward